28 დეკემბერი, 2013
გადაცემა „პროფილი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს!!!
მოგმართავთ თხოვნით, ყველა ჩვენს მაყურებელს! ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ შექმნილ ვითარებაში ხუთშაბათს გადაცემა „პროფილმა“ სეზონი დაასრულა და სამი ოჯახი ბინებით გაახარა. მათ შორის იყო ჟანა ვახტანგიშვილი, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუჩაში ათევდა ღამეს. ჟანა გადაცემაში ბინის მიღებით ბედნიერი ჩანდა, იმედს გამოთქვამდა, რომ მისი შვილი ქუჩის ბავშვი არ იქნებოდა.

როგორც აღმონჩდა, მოვლენები სხვანაირად განვითარდა, რადგან დღეს, „პროფილმა“ სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადება გაავრცელა და ხალხს დახმარება სთხოვა.

„მოგმართავთ თხოვნით, ყველა ჩვენს მაყურებელს!
ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ შექმნილ ვითარებაში!

ალბათ, ყველას გახსოვთ, ჩვენი საახალწლო გადაცემის სტუმრის, ჟანა ვახტანგიშვილის ისტორია, რომელიც 5 წლის შვილთან ერთად თავს მათხოვრობით ირჩენს და ღამეს ქუჩაში ათევს. ჟანას ჩვენმა გადაცემამ ერთ-ოთახიანი ბინა აჩუქა ქალაქ სამტრედიაში. მისთვის შევიძინეთ ახალი ავეჯი, ტექნიკა (მაცივარი, გაზქურა, ტელევიზოსი და ასე შემდეგ), დავამონტაჟეთ ცხელი წყლისა და გაზის გამათბობელი.

სამტრედიაში მოვუძებნეთ სამსახური და დავუნიშნეთ ყოველთვიური დახმარება. თუმცა, პირველი სასიხარულო ემოციების გასვლის შემდეგ, დღეს ჟანა ამბობს, რომ თბილისში, ვაკეში მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი აქვს და ამიტომ არ სურს მუშაობის დაწყება!

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ უსახლკარო ადამიანი უარს ამბობს იცხოვროს საკუთარ თბილ, კეთილმოწყობილ სახლში მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბინა არაა თბილისში. სამწუხაროდ, ჩვენი ბიუჯეტით ვერ შევძელით თბილისში ბინის ყიდვა, თუმცა, სამტრედიაში შევუქმენით ყველა პირობა, რომ ღირსეულად ეცხოვრა.

საკუთარ სახლში გატარებული ორი დღის შემდეგ, ჟანა ისევ თბილისში დაბრუნდა და თავს ისევ მათხოვრობით ირჩენს. ჩვენი მრავალგზის თხოვნისა და საუბრის მიუხედავად, ჟანა გადაწყვეტილებას არ ცვლის და ამბობს, რომ წინასაახალწლო დღეებში თბილისში მათხოვრობით კარგი შემოსავალი შეიძლება მიიღოს და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ უნდა.

6 წლის განმავლობაში ჩვენი გადაცემა პირველად აღმოჩნდა მსგავსი პრობლემის წინაშე (მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ჩაწერის შემდეგ საცხოვრებელი ქალაქი თავად გოგონამ აარჩია).

მოგმართავთ ყველას, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს! ჩვენ ყველას ძალიან გვინდოდა, რომ ჟანა და მისი 5 წლის ქალიშვილი ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვედროდნენ. დღეს კი ჟანა ისევ ქუჩაშია და ისევ მათხოვრობს! იქნებ, დაგვიდგეთ გვერდში, მოგვცეთ მიმართულება, როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ადამიანი საბედისწერო შეცდომის დაშვებისგან!“

სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
მარიამო
აუ ძალიან ცუდია! ჭერს აძლევ, ბინას უწყობ და კიდე უმადურია? გადავირიე რა უბედურებაა !!! უნამუსობაა ! დედის სისულელეების გამო არ უნდა დაისაჯოს ბავშვი !! დიდი უსამართოლბაა მე თუ მკითხავთ !
03:12 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
kanoni.
პირველ რიგში ბავშვი უნდა ჩამოგერთმიათ.არც ახლაა გვიან.აუცილებლად უნდა ჩამოერთვას ბავშვი.თვითონ ჟანას კი ნუ მოსთხოვთ პასუხს, ის ქუჩაშია გაზრდილი და მეტი არ იცის.მაიკო ძალიან გთხოვ, ნუ გაიმეტებ პატარას ქუჩისთვის.მიმართე ინ ორგანიზაციებს ვისაც ბავშვთა დაცვა ევალება.
01:33 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
kanoni.
პირველ რიგში ბავშვი უნდა ჩამოგერთმიათ.არც ახლაა გვიან.აუცილებლად უნდა ჩამოერთვას ბავშვი.თვითონ ჟანას კი ნუ მოსთხოვთ პასუხს, ის ქუჩაშია გაზრდილი და მეტი არ იცის.მაიკო ძალიან გთხოვ, ნუ გაიმეტებ პატარას ქუჩისთვის.მიმართე ინ ორგანიზაციებს ვისაც ბავშვთა დაცვა ევალება.
01:33 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
პაკაზუხობას ეთერში ტავი დაანებეთ და ნამდვილ გაჭირვებულებს მიხედეთ
00:31 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ანკა
რაც მე მაგაზე ვიტირე.. ეგ საზიზგარი ქალი ....
23:41 / 28-12-2013
გამოხმაურება / 0 /
აი ამ ოჯახს კი ნამდვილად სჭირდება სახლიmTavari >> sazogadoeba 2013.12.05 / 22:07:12 ქოხში მცხოვრები 7-სულიანი ოჯახი გადარჩენისთვის იბრძვის ავჭალაში, პატარა ქოხში ლომიშვილების 7-სულიანი ოჯახი უშუქოდ, უგაზოდ, უწყლოდ თვითგადარჩენისთვის იბრძვის.... სოციალურად დაუცველი ოჯახი ქოხში ერთი თვის წინ, ბინის ქირის გადაუხდელობის გამო გადავიდა. ამჟამინდელი საცხოვრისიც მათ კუთვნილებაში არ არის. მიწა ახლობელმა დაუთმო ისიც, დროებით... ერთ, ვიწრო ლოგინში 5-დედმამიშვილსს სძინავს, დედ-მამას კი-იატაკზე. ოჯახს ელემენტარული საყოფაცხოვრებლო პირობები არ გააჩნია. საპირფარეშო და აბაზანა არ აქვთ.... თავად ოჯახის დიასახლისი, ლია სოზაშვილი მეორე ჯგუფის ინვალიდია. მას თვალის სიმსივნე აქვს..ოჯახის უფროსი როლანდ ლომიშვილი უმუშევარია. მხედველობის პრობლემა ასევე, ოჯახის ყველაზე პატარა წევრს- 5 წლის ზუკოს აქვს.ყველა პატარა, ახალ-წელს "სანტასგან" საჩუქარს ელის, ლომიშვილების ოჯახის პატარა წევრები კი ჩვენგან დახმარებას ითხოვენ...."ფეისბუქზე" უკვე შეიქმნა გვერდი, სადაც, დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ სჭირდება ლომიშვილების უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს, საზოგადოების დახმარება. იხილეთ ლინკი :https://www.facebook.com/groups/617275131662261/?fref=ts
22:37 / 28-12-2013
გამოხმაურება / 0 /
რეზო
დაანებეთ თავი იმატხოვრებს და წავა უკან
22:33 / 28-12-2013
გამოხმაურება / 0 /
nino
bodishit...ase momtkua erma sugdidelma gogonam ltolvili iko vitom,maestroshi achvenet 2 clis cin da chems chvilebs vaclidi da imas vexmarebodi patara chvili kavda,ciciburas naxarshse srdida,im usodveli bavchvit gamatkava rasac kvia,sashinelebaa roca deda bavchvit spekulirebs
22:28 / 28-12-2013
გამოხმაურება / 0 /
nini
Fsiqologi chirdeba romelic daexmareba gamoiyvans daanaxebs sxva tvalit cxovrebas.qals romelsac arasdros saxli da komporti ar qonia mistvis dznelia miechvios ese uceb.
22:26 / 28-12-2013
გამოხმაურება / 0 /
nino
gmerto mapatie da am kalbatons kuchashi cxovrebis simcare ar axsovs tu tavisnairi matxovari unda gaxadod tavisi shvili?aba erti mis gogonas sheekitxet unda kuchashi macancaloba da matxovroba,araperi mesmis dalocvilo gazleven aige ra...bodishit kvela vakeshi mrgval bagtav xom ver vicxovrebt,ikneb psikologtan miikvanot deda,matxovars matxovris suli konia,aravin da araperi ecodeba,sakutari shvilic,aba es ra dedis sikvarulia,marasmia mxolot
22:24 / 28-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS