28 დეკემბერი, 2013
გადაცემა „პროფილი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს!!!
მოგმართავთ თხოვნით, ყველა ჩვენს მაყურებელს! ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ შექმნილ ვითარებაში ხუთშაბათს გადაცემა „პროფილმა“ სეზონი დაასრულა და სამი ოჯახი ბინებით გაახარა. მათ შორის იყო ჟანა ვახტანგიშვილი, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუჩაში ათევდა ღამეს. ჟანა გადაცემაში ბინის მიღებით ბედნიერი ჩანდა, იმედს გამოთქვამდა, რომ მისი შვილი ქუჩის ბავშვი არ იქნებოდა.

როგორც აღმონჩდა, მოვლენები სხვანაირად განვითარდა, რადგან დღეს, „პროფილმა“ სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადება გაავრცელა და ხალხს დახმარება სთხოვა.

„მოგმართავთ თხოვნით, ყველა ჩვენს მაყურებელს!
ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ შექმნილ ვითარებაში!

ალბათ, ყველას გახსოვთ, ჩვენი საახალწლო გადაცემის სტუმრის, ჟანა ვახტანგიშვილის ისტორია, რომელიც 5 წლის შვილთან ერთად თავს მათხოვრობით ირჩენს და ღამეს ქუჩაში ათევს. ჟანას ჩვენმა გადაცემამ ერთ-ოთახიანი ბინა აჩუქა ქალაქ სამტრედიაში. მისთვის შევიძინეთ ახალი ავეჯი, ტექნიკა (მაცივარი, გაზქურა, ტელევიზოსი და ასე შემდეგ), დავამონტაჟეთ ცხელი წყლისა და გაზის გამათბობელი.

სამტრედიაში მოვუძებნეთ სამსახური და დავუნიშნეთ ყოველთვიური დახმარება. თუმცა, პირველი სასიხარულო ემოციების გასვლის შემდეგ, დღეს ჟანა ამბობს, რომ თბილისში, ვაკეში მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი აქვს და ამიტომ არ სურს მუშაობის დაწყება!

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ უსახლკარო ადამიანი უარს ამბობს იცხოვროს საკუთარ თბილ, კეთილმოწყობილ სახლში მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბინა არაა თბილისში. სამწუხაროდ, ჩვენი ბიუჯეტით ვერ შევძელით თბილისში ბინის ყიდვა, თუმცა, სამტრედიაში შევუქმენით ყველა პირობა, რომ ღირსეულად ეცხოვრა.

საკუთარ სახლში გატარებული ორი დღის შემდეგ, ჟანა ისევ თბილისში დაბრუნდა და თავს ისევ მათხოვრობით ირჩენს. ჩვენი მრავალგზის თხოვნისა და საუბრის მიუხედავად, ჟანა გადაწყვეტილებას არ ცვლის და ამბობს, რომ წინასაახალწლო დღეებში თბილისში მათხოვრობით კარგი შემოსავალი შეიძლება მიიღოს და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ უნდა.

6 წლის განმავლობაში ჩვენი გადაცემა პირველად აღმოჩნდა მსგავსი პრობლემის წინაშე (მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ჩაწერის შემდეგ საცხოვრებელი ქალაქი თავად გოგონამ აარჩია).

მოგმართავთ ყველას, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს! ჩვენ ყველას ძალიან გვინდოდა, რომ ჟანა და მისი 5 წლის ქალიშვილი ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვედროდნენ. დღეს კი ჟანა ისევ ქუჩაშია და ისევ მათხოვრობს! იქნებ, დაგვიდგეთ გვერდში, მოგვცეთ მიმართულება, როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ადამიანი საბედისწერო შეცდომის დაშვებისგან!“

სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
მიხო
ხალხო გადავეჩვიოთ "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირის" პრინციპით ცხოვრებას ისე ნიკა გვარამია ხომ იურისტია ყველას იცნობს იურისტებს ისინი ნახავენ რაღაც გამოსავალს ნიკას მიმართე მაია ნიკას და სანამ შენი გადაცემა გავა ეთერში მანამდე იქნებ აცნობო საზოგადოებას რა განვითარება მოყვება
12:43 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ზუსტად ვიცოდი ეს სიუჯეტი რომ გავიდა ეტერსშირომ ჯანა ასე მოიქცეოდა აუციილებლად არ ქონდა სასიხარულო ემოციია,საწყალი ბავშვი მეცოდება მაგრამ რამხელაა უმადურობაა,შვილის მომავლიისტვის არ ზრუნავს და რისიი გირსიიია,უფალმა შეუნდოს და აპატიოს ამდენი ხალხის მოტყუება..!!!!!!
12:38 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მიხო
ეგ აშკარად ბავშვს იყენებს მათხოვრობისთვის ხალხსაც ბავშვი ეცოდება და იმიტომ ეხმარება ჩამოართვით ბავშვი და რამდენს იშოვის მერე ვნახავთ. იურისტებო მიეცით კვალიფიკაცია რა ქვია ამას ანუ შვილის გამოყენებას მათხოვრობისთვის... და არის თუ არა ეს დასჯადი მოკლედ გაინძერით და რაღაც მოიფიქრეთ
12:11 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მიხო
არასამთავრობოებო ამოიგეთ ხმა ყველაფერზე რომ გაქვთ კომენტარი და ტელევიზიიდან ტელევიზიაში რომ გადადიხართ გაინძერით და ეგ ბავშვი მაინც გადაარჩინეთ კარგ საქმეს მაინც გააკეთებთ თანაც მაიასაც დაეხმარებით ხომ წარმოგიდგენიათ ეგეც რა დღეშია ეხლა რა აღარ უტრიალებს თავში გამოსავალი რომ ვერ ნახა ხალხს მოგვმართა ამ დროს ხართ საჭიროები არასამთავრობოები თორემ კომენტარების მკეთებლები ბევრია ძალიან საქმის მკეთებლები კი...ეჰ
12:00 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მიხო
ჩამოართვან დედობის უფლება ეგ მაგ ბავშვსაც შეურყევს ფსიკიკას და სამუდამოდ დაამახინჯებს მის ცხოვრებას ეგ ბინაც ჩამოართვით ბავშვიც და ვინმე უფრო გაჭირვებულს გადაეციტ ბინა და თუ მადლიანს ნახავთ ვინმეს ის უკეთ მიხედავს ბინასაც და ბავშვსაც. ისე მაია გენეცვალე დახმარებას კი ითხოვ და მოსახლეობას აზრს გვეკიტხები მაგრამ ჩემი რჩევა იქნება თუ მიმართავ იურისტებს გინდაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და სამართალდამცავებს უკეთესია. ეგ მათხოვარი კი ღირსია სული ამოხდეს(ღმერთო მომიტევე) რომელიმე გზაჯვარედინზე ან გაიყინოს სადმე ...აუ რა ხასიათზე დავდექი აქ რომ მყავდეს გავგლეჯდი მერე გინდაც დამიჭირონ .
11:49 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დალი
მაიკო თქვენ და თქვენს გვერდით მდგომებს გმერთი სიკეთით გადაგიხდით რაც გააკეთეთ და იმ მართლა მათხოვარს და მაცანცალას მაგ უმადურობისთვის მიეზგვება.რამდენი გაჩირვებული და მადლიანი ადამიანები არიან უსახკაროდ.გმერთმა შეიციროს თქვენი გაცემული მადლი.
11:13 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ჟორა
უნდა ამოხდეს სული მათხოვრობაშI
09:03 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მიმი
გლახას რად უნდა ბოსტანი.... რა უნდა ქნათ და ვისაც ნამდვილად უჭირს ქუჩაში ცხოვრება იმათ უნდა მისცეთ ეგ ბინა
05:57 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
NIKA
მოცდილი მათემატიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი მოამზადებს ზოგად უნარებში და მათემატიკაში მოსწავლეებს და აბითურიენტებს. მისამართი მ მარჯანიშვილი, აღმაშენებლის 44,ტ.295 45 65, 599 543 812, 568 89 08 12
05:50 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ღირსია დედობის უფლების ჩამორთმევის ...
03:36 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS