28 დეკემბერი, 2013
გადაცემა „პროფილი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს!!!
მოგმართავთ თხოვნით, ყველა ჩვენს მაყურებელს! ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ შექმნილ ვითარებაში ხუთშაბათს გადაცემა „პროფილმა“ სეზონი დაასრულა და სამი ოჯახი ბინებით გაახარა. მათ შორის იყო ჟანა ვახტანგიშვილი, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუჩაში ათევდა ღამეს. ჟანა გადაცემაში ბინის მიღებით ბედნიერი ჩანდა, იმედს გამოთქვამდა, რომ მისი შვილი ქუჩის ბავშვი არ იქნებოდა.

როგორც აღმონჩდა, მოვლენები სხვანაირად განვითარდა, რადგან დღეს, „პროფილმა“ სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადება გაავრცელა და ხალხს დახმარება სთხოვა.

„მოგმართავთ თხოვნით, ყველა ჩვენს მაყურებელს!
ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ შექმნილ ვითარებაში!

ალბათ, ყველას გახსოვთ, ჩვენი საახალწლო გადაცემის სტუმრის, ჟანა ვახტანგიშვილის ისტორია, რომელიც 5 წლის შვილთან ერთად თავს მათხოვრობით ირჩენს და ღამეს ქუჩაში ათევს. ჟანას ჩვენმა გადაცემამ ერთ-ოთახიანი ბინა აჩუქა ქალაქ სამტრედიაში. მისთვის შევიძინეთ ახალი ავეჯი, ტექნიკა (მაცივარი, გაზქურა, ტელევიზოსი და ასე შემდეგ), დავამონტაჟეთ ცხელი წყლისა და გაზის გამათბობელი.

სამტრედიაში მოვუძებნეთ სამსახური და დავუნიშნეთ ყოველთვიური დახმარება. თუმცა, პირველი სასიხარულო ემოციების გასვლის შემდეგ, დღეს ჟანა ამბობს, რომ თბილისში, ვაკეში მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი აქვს და ამიტომ არ სურს მუშაობის დაწყება!

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ უსახლკარო ადამიანი უარს ამბობს იცხოვროს საკუთარ თბილ, კეთილმოწყობილ სახლში მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბინა არაა თბილისში. სამწუხაროდ, ჩვენი ბიუჯეტით ვერ შევძელით თბილისში ბინის ყიდვა, თუმცა, სამტრედიაში შევუქმენით ყველა პირობა, რომ ღირსეულად ეცხოვრა.

საკუთარ სახლში გატარებული ორი დღის შემდეგ, ჟანა ისევ თბილისში დაბრუნდა და თავს ისევ მათხოვრობით ირჩენს. ჩვენი მრავალგზის თხოვნისა და საუბრის მიუხედავად, ჟანა გადაწყვეტილებას არ ცვლის და ამბობს, რომ წინასაახალწლო დღეებში თბილისში მათხოვრობით კარგი შემოსავალი შეიძლება მიიღოს და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ უნდა.

6 წლის განმავლობაში ჩვენი გადაცემა პირველად აღმოჩნდა მსგავსი პრობლემის წინაშე (მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ჩაწერის შემდეგ საცხოვრებელი ქალაქი თავად გოგონამ აარჩია).

მოგმართავთ ყველას, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს! ჩვენ ყველას ძალიან გვინდოდა, რომ ჟანა და მისი 5 წლის ქალიშვილი ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვედროდნენ. დღეს კი ჟანა ისევ ქუჩაშია და ისევ მათხოვრობს! იქნებ, დაგვიდგეთ გვერდში, მოგვცეთ მიმართულება, როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ადამიანი საბედისწერო შეცდომის დაშვებისგან!“

სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
მარინე
ღმერთმა დამიფაროს, რომ ვიფიქრო ასე: მათხოვარი და ზარმაცი ერი ვართ, ან იქნებ ყველას საქართველოში, თბილისში ურჩევნია ყოფნა და გადაიქცა საქართველო "თავკომბალად"
18:33 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარი
მე აბსოლუტურად დარტსმუნებული ვარ რომ ამ ადამინს სჯირდება სერიოუზული პსიკოლოგიური დაკმარება, მე მგონი რატს მან გააკეტა ეს არის ბუნებრივი და ლოგიკური Kმედება და არა უმადურობა მისი მკრიდან. ადამიანმა რომელმატს მტელი ტკოვრება კუჩაში იტსკოვრა, ის აგმოჩნდა სრულიად მოუმზადებელი აკალი ცხოვრებისათვის. მე ვტვლი რომ მას სჯირდება გარკვეული პერიოდი და Pსიკოლოგიური დაKმარება რომ მოერგოს აKალ ცKოვრებას. არაPერ საგანგაშოს და ალოგიკურს მე ვერ ვკედავ ვერაპერს და მე მიკვირს რატომ ატეKეთ ასეთი ამბები. ჩემი რჩევაა ჩართოთ PსიKოლოგები ამ საკითხში
18:29 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
გვერდში კიარა ერთი მაგის ...!არაფრით არ უნდა დაეხმაროს არცერთი ადამიანი მათხოვარს,რომელსაც ქუჩაში სიარული და ყინვის გაძლება შეუძლია,მაგას ჯობია ტ..კი გაანძრიონ მაგ აფერისტებმა (მოხუცებულებზე არ ვლაპარაკობ).მე დღეში ათ ლარზე ვმუშაობ და ეგენი,როგორ ფიქრობთ ოცდაათ ლარზე ნაკლებს შოულობენ??? ახლა დაფიქრდით, ეგენი არიან მათხოვრები, თუ მე და ჩემნაირები!
17:55 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
საყვარელო პროფილის თიმო,ეს ბავშვი დედის მსხვერპლია...ბავსჰვს უპრო გაუხარდა ეგ ბინა ვიდრე დედას.მაგრამ ბავშვს დედას ვერ წაართმევენ.აცალეთ,თვითონ მიხვდეს ეს დედა,ჯერ ალბათ ეიფორიაშია.ნუ წაართმევთ.
17:08 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ბავშვი ჩამოართვით! ბავშვის სახელზეა იმედია ეს ბინა გაფორმებული და რო გაიზრდება ექნება ამ ბავშვს თავშესაფარი
16:16 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ადამიანი, რომელიც სასაფლაოზე ათენებს ბავშვთან ერთად რაღაც მეეჭვება უარი რომ თქვას ბინაზე. კარგია 2 დღე მაინც რომ გაგიჩერებიათ და მაშინვე არ გამოგიყრიათ.
15:31 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ნამდვილად აჩუქეს ბინა? იქნებ უბრალოდ გადაცემისთვის გამოიყენეს. ამათგან ეგეთი ტყუილები არც გამიკვირდება :P
15:26 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მაგაზე მეტი სიკეთე რა უნდა გაუკეთო ადამიანს?ეგ ხომ სიკეთის არ დანახვაა,მადლობის მეტი რა ეთქმის მაგ ადამიანს?
15:20 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუკა
მაგ ქალს საერთოდ ჩამოართვით დედობის უფლება ეგ შვილის ღირსი არ არის საწყალ ბავშვს იყენებს რომ მოწყალება გაიღოს ხალხმა დაუნახავი ადამიანი ყოფილა ბევრია გაჭირვებული ხალხი ვისაც ეგ ბინა მართლა გაახარებს და არა იფარისევლებს მაგას ბოდიში და შვილი კიდია არ აინტერესებს მისი შვილი როგორ პირობებში იზრდება სცივა თუ შია მაგ ბავშვს რა მომავალს უქმნიის? მოინდომა ვაკეში ბინა ქალბატონმა რაა მაგაზე ბევრად მეტები თუ არა ნაკლებები არ ცხოვრობენ სოფლებში ელემენტარული მაგის ქალობა იმაში გამოიხატა რომ დაუნახვი ყოფილა მითუმეტეს დედაა და უნდა გახარებოდა რომ მის მცირეწლოვან შვისლ ბინა ექნებოდა და შვილისთვის ცხელი კერძის მომზადებას შედძლებდა მართლა გაჭირვებულ ადამიანებს ეს ყველაფერი ენატრებათ სუფთა საქონელია აიძულებს შვილს რომ თვითონ რა პირობებშიც აწყობს ცხოვრება ბავშვმაც იმავე პირობებში იცხოვროს როცა არსებობს საშუალება უკეთელ პირობებში იცხოვროს და აცხოვროს მისი შვილი სასწრაფოდ მიმართეთ საჩირო ზომებს რომ ბავშვს მომავალი არ დაუმაინჯდეს დედის დაუდევრობის გამო!
14:03 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ninaa
ასეთს ბინა არც უნდა მისცე.....
13:18 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS