28 დეკემბერი, 2013
გადაცემა „პროფილი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს!!!
მოგმართავთ თხოვნით, ყველა ჩვენს მაყურებელს! ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ შექმნილ ვითარებაში ხუთშაბათს გადაცემა „პროფილმა“ სეზონი დაასრულა და სამი ოჯახი ბინებით გაახარა. მათ შორის იყო ჟანა ვახტანგიშვილი, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუჩაში ათევდა ღამეს. ჟანა გადაცემაში ბინის მიღებით ბედნიერი ჩანდა, იმედს გამოთქვამდა, რომ მისი შვილი ქუჩის ბავშვი არ იქნებოდა.

როგორც აღმონჩდა, მოვლენები სხვანაირად განვითარდა, რადგან დღეს, „პროფილმა“ სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადება გაავრცელა და ხალხს დახმარება სთხოვა.

„მოგმართავთ თხოვნით, ყველა ჩვენს მაყურებელს!
ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ შექმნილ ვითარებაში!

ალბათ, ყველას გახსოვთ, ჩვენი საახალწლო გადაცემის სტუმრის, ჟანა ვახტანგიშვილის ისტორია, რომელიც 5 წლის შვილთან ერთად თავს მათხოვრობით ირჩენს და ღამეს ქუჩაში ათევს. ჟანას ჩვენმა გადაცემამ ერთ-ოთახიანი ბინა აჩუქა ქალაქ სამტრედიაში. მისთვის შევიძინეთ ახალი ავეჯი, ტექნიკა (მაცივარი, გაზქურა, ტელევიზოსი და ასე შემდეგ), დავამონტაჟეთ ცხელი წყლისა და გაზის გამათბობელი.

სამტრედიაში მოვუძებნეთ სამსახური და დავუნიშნეთ ყოველთვიური დახმარება. თუმცა, პირველი სასიხარულო ემოციების გასვლის შემდეგ, დღეს ჟანა ამბობს, რომ თბილისში, ვაკეში მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი აქვს და ამიტომ არ სურს მუშაობის დაწყება!

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ უსახლკარო ადამიანი უარს ამბობს იცხოვროს საკუთარ თბილ, კეთილმოწყობილ სახლში მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბინა არაა თბილისში. სამწუხაროდ, ჩვენი ბიუჯეტით ვერ შევძელით თბილისში ბინის ყიდვა, თუმცა, სამტრედიაში შევუქმენით ყველა პირობა, რომ ღირსეულად ეცხოვრა.

საკუთარ სახლში გატარებული ორი დღის შემდეგ, ჟანა ისევ თბილისში დაბრუნდა და თავს ისევ მათხოვრობით ირჩენს. ჩვენი მრავალგზის თხოვნისა და საუბრის მიუხედავად, ჟანა გადაწყვეტილებას არ ცვლის და ამბობს, რომ წინასაახალწლო დღეებში თბილისში მათხოვრობით კარგი შემოსავალი შეიძლება მიიღოს და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ უნდა.

6 წლის განმავლობაში ჩვენი გადაცემა პირველად აღმოჩნდა მსგავსი პრობლემის წინაშე (მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ჩაწერის შემდეგ საცხოვრებელი ქალაქი თავად გოგონამ აარჩია).

მოგმართავთ ყველას, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს! ჩვენ ყველას ძალიან გვინდოდა, რომ ჟანა და მისი 5 წლის ქალიშვილი ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვედროდნენ. დღეს კი ჟანა ისევ ქუჩაშია და ისევ მათხოვრობს! იქნებ, დაგვიდგეთ გვერდში, მოგვცეთ მიმართულება, როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ადამიანი საბედისწერო შეცდომის დაშვებისგან!“

სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
ბავშვიც წაართვით და სახლიც ეგ კი ეგდოს ქუჩაში ნაგავი დედა ბავშვზე მაინც არ ფიქრობს პირიქით იყენებს მაგნაირი დედა რუსთაველზე უნდა ჩამოკიდო ნაძვის ხეზე ჯერ პომიდორი უნდა ესროლო ერთი ტონა მერე უნდა დაცხრილოოოოოოოოო
03:25 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ომარი
მაგას სახლი სადაც არ უნდა უკიდო მაინც გარეთ დაიძინებს. იმიტომ რომ სულით მათხოვარია და უქნარა ზარმაცი. ჩამოართვიტ დედობის უფლება, ბავში მიაბარეთ სხვა ოჯახს და ის სახლი რეალურად მადლიერ გაჭირვებულს მიეცით.
01:21 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
მე მიყიდეთ ბინა ზესტაფონში და დღესვე მივდივარ თბილისდან. იმ დალოცვილს შემოსავალი თუ ქონდა თქვენი დახმარება რაღათ უნდოდა, ზოგი რა უმადურია
00:38 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ოთო
დაიკიდეთ,თქვენ რაც შეგეძლოთ გააკეთეთ, ჟანა თუ უკეთესად გრძნობს თავს დაე იფრინოს ვითარცა ლამპის შუშუ.
22:13 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
dfsg
ორივე გიოს ვეთანხმები!
20:34 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
gio
-რუსუდან, ისეთ დევნილებს როგორიც თქვენ ბრძანდებით,ნამდვილად სჭირდებათ სახელმწიფო სახსრებით დახმარება და არამარტო,მაგრამ იმ დევნილებს ვისაც ოთხ ოთახიანი ბინები აქვთ თბილისში და კიდევ დევნილის ფულს იღებენ დახმარებათ,მათ არ უნდა მისცენ არანაირი შეღავათი,მაგრამ დევნილის სტატუსი უნდა დაუტოვონ.ამ მთავრობას ეს არ გაუჭირდება.
20:34 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა შუბითიცე
აბსოლიტურად ვეტანხმები ქალბატონონ თამარს. ამ ქალბატონს ნამდვილად ჩირდება ფსიქოლოგიური დახმარება. არ არის ადვილი ახალი ცხოვრების დაწყება. მას ეს საქმიანობა ჩვევად აქვს და ამას დიდი მუშაობა სჩირდება საკუთარ თავთან დაიცყო ყველაფერი თავიდან. იმ შემთხვევაში, თუ ამ ქალბატონის საშველი არანაირად არ იქნება, უნდა ჩამოერთვას ბავშვი და გადაეცეს ბავშვთა სახლს, სადაც ის შეძლებს ნორმალური ცხოვრებით ცხოვრებას. ამ შემტხვევაში უკვე ყველასე დიდ ყურადგება ბავშვს უნდა მიექცეს. გმადლობთ
20:28 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ფსიქოლოგიური დახმარება უნდა აგმოუჩინოთ,თუ არაფერმა გაჭრა ბავშვი უნა ჩამოერთვას მაგ ქალს,საცოდაობაა სასაფლაოზე Gამეებს ატევს საწყალი ბავშვი,მაგ ჟანას ფსიქიკა აქვს შერყეული და არც გაიმტყუნება ისეთი ცხოვრებით აქვს ნაცხოვრები,ეხლა ბავშვზე უნდა იზრუნოთ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაშ,ალბათ
20:11 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
ფაქტია,რომ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ,რომ თბილისში უფრო იშოვის ფულს ვიდრე სოფელში ან სხვა პატარა ქალაქში.ნე სოხუმელი დევნილი ვარ და ერთს გეტყვით,დევნილებს არა აქვთ საცხოვრებელი თბილისში და მიშამ ბევრ რეგიონიდან ჩამოსულს გადასცა საცხოვრებელი სახლი 1ლარად საკუთრებაში,და ის ადამიანები კიდე დევნილებს დაგვცინიან,ჩვენ სამეგრელოში ორ სართულიანი კაზარმა დავკეტეთო და აქაც გვაჩუქა მიშამ ბინაო.სირცხვილია დევნილები უბინაოდ იყვნენ და სახლგამოკეტი მეგრელებს კი სახლებს ჩუქნიდეს მთავრობა!!!!
19:41 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
შალვა
ალბათ ამ ქალბატონს სერიოზული ფსიქოლოგი ჭირდება. მე ასე ვფიქრობ.
19:39 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS