28 დეკემბერი, 2013
გადაცემა „პროფილი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს!!!
მოგმართავთ თხოვნით, ყველა ჩვენს მაყურებელს! ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ შექმნილ ვითარებაში ხუთშაბათს გადაცემა „პროფილმა“ სეზონი დაასრულა და სამი ოჯახი ბინებით გაახარა. მათ შორის იყო ჟანა ვახტანგიშვილი, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუჩაში ათევდა ღამეს. ჟანა გადაცემაში ბინის მიღებით ბედნიერი ჩანდა, იმედს გამოთქვამდა, რომ მისი შვილი ქუჩის ბავშვი არ იქნებოდა.

როგორც აღმონჩდა, მოვლენები სხვანაირად განვითარდა, რადგან დღეს, „პროფილმა“ სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადება გაავრცელა და ხალხს დახმარება სთხოვა.

„მოგმართავთ თხოვნით, ყველა ჩვენს მაყურებელს!
ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ შექმნილ ვითარებაში!

ალბათ, ყველას გახსოვთ, ჩვენი საახალწლო გადაცემის სტუმრის, ჟანა ვახტანგიშვილის ისტორია, რომელიც 5 წლის შვილთან ერთად თავს მათხოვრობით ირჩენს და ღამეს ქუჩაში ათევს. ჟანას ჩვენმა გადაცემამ ერთ-ოთახიანი ბინა აჩუქა ქალაქ სამტრედიაში. მისთვის შევიძინეთ ახალი ავეჯი, ტექნიკა (მაცივარი, გაზქურა, ტელევიზოსი და ასე შემდეგ), დავამონტაჟეთ ცხელი წყლისა და გაზის გამათბობელი.

სამტრედიაში მოვუძებნეთ სამსახური და დავუნიშნეთ ყოველთვიური დახმარება. თუმცა, პირველი სასიხარულო ემოციების გასვლის შემდეგ, დღეს ჟანა ამბობს, რომ თბილისში, ვაკეში მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი აქვს და ამიტომ არ სურს მუშაობის დაწყება!

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ უსახლკარო ადამიანი უარს ამბობს იცხოვროს საკუთარ თბილ, კეთილმოწყობილ სახლში მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბინა არაა თბილისში. სამწუხაროდ, ჩვენი ბიუჯეტით ვერ შევძელით თბილისში ბინის ყიდვა, თუმცა, სამტრედიაში შევუქმენით ყველა პირობა, რომ ღირსეულად ეცხოვრა.

საკუთარ სახლში გატარებული ორი დღის შემდეგ, ჟანა ისევ თბილისში დაბრუნდა და თავს ისევ მათხოვრობით ირჩენს. ჩვენი მრავალგზის თხოვნისა და საუბრის მიუხედავად, ჟანა გადაწყვეტილებას არ ცვლის და ამბობს, რომ წინასაახალწლო დღეებში თბილისში მათხოვრობით კარგი შემოსავალი შეიძლება მიიღოს და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ უნდა.

6 წლის განმავლობაში ჩვენი გადაცემა პირველად აღმოჩნდა მსგავსი პრობლემის წინაშე (მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ჩაწერის შემდეგ საცხოვრებელი ქალაქი თავად გოგონამ აარჩია).

მოგმართავთ ყველას, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს! ჩვენ ყველას ძალიან გვინდოდა, რომ ჟანა და მისი 5 წლის ქალიშვილი ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვედროდნენ. დღეს კი ჟანა ისევ ქუჩაშია და ისევ მათხოვრობს! იქნებ, დაგვიდგეთ გვერდში, მოგვცეთ მიმართულება, როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ადამიანი საბედისწერო შეცდომის დაშვებისგან!“

სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
ანოოოოოოოოოოო
ხალხი ოღონდ ტბილი თავშესაფარინ ქონდეს რას აკეთებს იმ ჟანაზე უფრო გაჭირვებული ოჯახებიც არსებობს და იმ უმადურისთვის გადაცემას ჯობდა იმისთვის გადაეცათ ვისაც მართლა უჭირს
10:18 / 31-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ანოოოოოოოოოოო
.მეც ვეთანხმები ერთ-ერთ მონაწილეს მარინას მატლაც უნდა ჩამოართვან ბინა ბავშვი წაიყვანონ თავშესაფარში და მორჩა ესეთი უმადური ადამიანი არაფრის ღირსი არ არის. თქვენ მაქსიმალური გაუკეთეთ დამ აწი თვიტონ იზრუნოს თავის ცხოვრებაზე თქვენ ნუღარ დარდობთტ ეს ტავისი არჩევანი იყო თუ მათხოვრობაა და სიცივეში დზილი ურჩევნია იმის შიშით რომ არ გაიყინოს იყოს ისე როგორც მას სურს ჩემი რჩევა იქნება რომ აწი თქვენ ნუ იდარდებთ მის ოჯახურ პირობებზე
10:14 / 31-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი კაკიაშვილი
მაწანწალა ძაღლი რომ სახლში შეუშვა იცხოვრებს? დაბადებიდან ქუჩაშია და ქუჩა ურჩევნია, ერთ ერთი კომენტარის ავტორს გიორგის ვეთანხმები რომ, მარცილებლად მართლაც ბევრია მაგაზე მეტად გაჭირვებული, აუცილებლად ჩამოართვით სახლი და სხვას გადაეცით ან მიიღეთ გადაწყვეტილება რომ როდესაც ბავშვი გახდება სრულწლოვანი მხოლოდ მაშინ შეეძლოს მას ამ სახლის გამოყენების უფლება და მანამდე აუცილებლად ბავშვთა სახლში გამამწესეთ
22:31 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ვაფასებ თქვენს მცდელობას, რომ გინდათ დაეხმაროთ გაჭირვებულებს. მაგრამ იქნებ ჯერ თვითონ მათჰკიტხოთ, უნდათ თკვენგან დახმარება? ზანას კი ბინა აუცილებლად უნდა ჩამოართვატ, და უნდა იზრუნოთ, რათა ბავშვი გადიკვანოთ ბავშვთა ახლში, თორემ ისიც მალე გაუგებსგემოს მათხოვრობიტ ნაშოვნ ფულს, და კიდევ ერთი მატხოვრით მეტი გვეკოლება
14:58 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
მრავალია მაგაზე გაჭირვებული. ვალდებულები ხართ სხვას, უფრო გაჭირვებულს გადასცეთ.
14:09 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
პროფილს
ძალიან სამწუხარო ფაქტია, ვუყურე თქვენს გადაცემას და არ ველოდი ჟანასგან ამას. ბავშვი ძალიან მეცოდება, იმავეს აჩვევს. სახლი არ გადაუფორმოთ,რადგან გაყიდის.ჟანასთან მგონია რომ ვერაფერს გახდებით, ამიტომ ბავშვის გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ.ოჯახური ტიპის ბავშთა სახლი თუ მიიღებს ბავშვს, ჟანა შაბათ-კვირას მოინახულებდა შვილს, ან წაიყვანდა ქუჩაში სამათხოვროთ და ბავშვი თვითონ დაინახავდა სხვაობას ქუჩასა და სახლს შორის. ვფიქრობ ესეც გამოსავალი იქნებოდა ბავშვისთვის, რომ მომავალში ისიც ქუჩის მათხოვრად არ ქცეულიყო. მეც მაქვს შეხება ასეთ უმადურ მათხოვრებთან და წლებთან ერთად ვსწავლობ მათ გარჩევას, ზოგს მხოლოდ პური უნდა მისცე და მეტი არაფერი, სამწუხაროდ ეს ჩვენი რეალობაა:(((
13:03 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ასეთ ხალხს მატხოვრობა სისხლში აქვტ გამჯდარი, ასე, რომ ვერაფრიტ დაეხმარებიტ.მაგათზე ახია, იმ ბინის ჩამორტმევა.
12:51 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ციცო
ლიას---გენაცვალე ზესტაფონის რომელიმე სოფელში არ გადახვალტ რომ გიკიდონ სახლი?--ანუ მიგაჩნიათ რომ ტქვენი ადგილი ქალაქშია? ეტყობა არ გიჭირს ტორეეეეეეეეემ
12:20 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ციცო
მაია გენაცვალე ვხედავ იმ დიდ სიკეთეს რასაც აკეთებთ -მაგრამ რა დალევს უმადურ ადამინებს?-და ეს ჟანაც იგივე შემთხვევაა,შესაზლებელია სოფელშიც ქონდე სახლი-მაგრამ თბილისი ურჩევნია- მე კი გეტყოდიტ რომ სოფლებში არის სახლები იაფად და მასეთებს იქ უყიდეთ-მიწით და გადაიყვანეთ იქ.გონია ვონმეს რომ ჩვენ არ გვინდა უკეთესი პირობები?მაგრამ ვართ აქ და ვაკეთებთ ცვენს საქმეს-ჰო და კანონით დააკისრეთ სასჯელი თუ ისევ იმატXოვრებს ქუჩაში.ანუ იძულებით ამუშავეთ შვილების კი მეურვე იქნება გამოუჩნდეს სანათესაოდან -მეცოდებიან ეგეთი დედის ხელში
12:17 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
???????
დაუყენეტ საკიტხი, ან ცავა და იქ მიხედავს ბავშვს და იმუშავებს, ან დაკარგავს ბავშვს და რაც მიეცით იმასაც. ისე ეგეთები შვილისთვის და ოჯახებისთვის კი არა, მარტო საკუთარი თავისთვის არიან.
04:27 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS