09 ნოემბერი, 2017
"ვოგი" თბილისის პირველი ლედის შესახებ სტატიას აქვეყნებს
Mercedes-Benz Fashion Week-ზე ანუკი არეშიძის ჩვენების დასრულების შემდეგ, სცენაზე გამოვიდა გოგონა, რომელმაც საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და კულისებში მოკრძალებულად დაბრუნდა.

უკვე ორი კვირაა ანუკი არეშიძეს ახალი სტატუსი აქვს. ოქტომბრის ბოლოს მისი მეუღლე, კახა კალაძე თბილისის მერი გახდა.

ანუკი მოდის სფეროში გაცილებით ადრე გამოჩნდა. ის ერთადერთი ქართველი დიზაინერია, რომელიც Vogue Italia х Yoox The Next Talents-ში მოხვდა. 2016 წელს, მილანში მისი კოლექციის დასათვალიერებლად თვით ანა ვინტური და ფრანკა სოცანი მივიდნენ.

ბრენდი “anouki” 4 წლის წინ დაარსდა და
უკვე წარმატებით იყიდება აზიაში, პარიზში და ა.შ. სულ მალე ანუკი არეშიძის მაღაზია მოსკოვში გაიხსნება.

გამოცემა ანუკი არეშიძის შვილებზეც წერს: ანუკი სამი შვილის დედაა: ჰყავს 8 წლის ლევანი, 5 წლის კახი და არაჩვეულებრივი ვაჩე. ის იდეალური ქართველი მეუღლეა.

ბავშვობაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ის ეზოში ბიჭებთან ერთად თამაშობდა. 12 წლის ასაკში დედამ სამოდელო სააგენტოში მიიყვანა. მალე კონტრაქტი გააფორმა Elite Milano-სთან და მომავალი მეუღლე, კახი კალაძე სწორედ მაშინ გაიცნო.

კახი მაშინ მაღალანაზღაურებადი და წარმატებული ფეხბურთელი იყო, შემდეგ საკუთარი ძალები პოლიტიკაში სცადა, იყო მინისტრი და ახლა თბილისის მერია.

ანუკის ვერ შეხვდებით ძვირადღირებულ რესტორნებსა და კარაოკეებში, ის ძირითადად საკუთარი საქმითა და ოჯახითაა დაკავებული. ვარჯიშობს ყოველდღიურად, მისი სილამაზის მთავარი რიტუალი საოჯახო რეცეპტით დამზადებული ნიღაბია. საღამოს ბავშვების დაძინების შემდეგ კი სახეს ყინულის ნატეხებით იწმენდს და ქმრის შინ დაბრუნებას ელის. ეს ხომ მაინც საქართველოა - იმ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი, სადაც ტრადიციული ღირებულებები ძველებურად პატივსაცემი და მუდმივად მოდურია.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
gia
kai erti metichara da tutuci gogoa.nadzvis xes dolarebit rtavs arada daavickda eg da dedamisi da tavis dzma bankshi sesxze ro ixvecebodnen .eeh
19:46 / 26-12-2017
გამოხმაურება / 0 /
მარინა
სულ ასეთი კომენტარები წაგეკითხოთ ანუკი,ნამდვილად იმსახურებთ! წარმატებებს გისურვებთ ღირსეულო და მშვენიერო ქალბატონო!
23:40 / 24-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნელი
ბავშვობიდან ასეთი საყვარელი გოგონა იყო. მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა. ძალიან მიხარია ასეთი წარმატებული რომ არის. ის მიუხედავად მისი ასაკისა, კახის გაცნობამდე იყო ცნობილი. ნამდვილი ქართული, ტრადიციული და პატიოსანი ოჯახია. უფალი იყოს მათი ოჯახის მფარველი.
19:31 / 13-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან საყვარელია ანუკი, მომწონს
09:57 / 13-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
ძალიან ლამაზი და კარგი წყვილია! მრავალი წარმატება და დიდი ბედნიერება მათ!
21:30 / 10-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS