07 ნოემბერი, 2017
გაიცანით ქართველი მოდელი, რომელიც ამერიკულმა "ვოგმა" საუკეთესოდ შეაფასა

 

ქართველი დიზიანერები რომ მსოფლიო მოდის რუკაზე ოქროს ასოებით მონიშნეს, უცხო არავისთვის აღარაა. 
ჩვენში ოდითგანვე არსებობს ის მოსაზრება, რომ ქართველები ჩაცმის გულისთვის ყველაფერს გაიღებენ. ამას მოწმობს ჩვენს რეალობაში არსებული მოდის კვირეულებიც, სადაც ვხედავთ ე.წ ქართველი ფეშენისტები, როგორ პოზირებენ თავიანთი ლუქებით ფოტო ობიექტივების თუ კამერების წინაშე.

რამდენიმე საათის წინ "Vogue.com"-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ქართველ მოდელს თიკა მახარაძეს მიეძღვნა, სათაურით: „ყველაზე მაგარი ქართველი მოდელის სამი შვილი და ბიჭური სტილი.“

სტატიის ავტორის ყურადღება მოდელის ხუჭუჭა თმამ, ბიჭურად აჭრილმა ვარცხნილობამ
და ჩაცმულობამ განაპირობა. ჟურნალი „რეიტინგი“ ქართველ მოდელს დაუკავშირდა და დაინტერესდა, როგორ მოხვდა ის ცნობილი გამოცემის ფურცლებზე.
Rating

- როგორ დაინტერესდა თქვენით ვოგი?

- გასული სეზონის მოდის კვირეულზე გავიცანი „ვოგის“ წარმომადგენელი, რომელიც ჩემით დაინტერესდა. წლევანდელ სეზონზეც შევხვდით ერთმანეთს და შემომთავაზა ინტერვიუს ჩაწერა.
თიკა ამ სეზონზე მოდის კვირეულზე აქტიურად მონაწილეობდა ისეთი დიზაინერების ჩვენებებში, როგორებიც არიან: გოლა დამიანი, გიორგი ქებურია, გვანცა ჯანაშია და ტატუნა ნიკოლაიშვილი.

ის მოდელის კარიერის პარალელურად, სამი შვილის დედა გახლავთ. არც ეს გამოპარვია ვოგის ჟურნალისტს და სტატიაში ამ ფაქტსაც უსვამს ხაზს. „ვოგთან“ საუბრისას თიკამ აღნიშნა, რომ 40 წლის ასაკში უფროსი შვილისთვის უფრო და იქნება, ვიდრე დედა. ჩვენთან საუბრისას ისიც გავიგეთ, რომ თურმე თიკა პროფესიით მოდელი არც ყოფილა და მისი ამ სფეროში გამოჩენა სპონტანურად მოხდა.
Rating

- თიკა გარდა სამოდელო კარიერისა, რას საქმიანობთ?

- მე პროფესიით მოდელი არ ვარ, პოდიუმზე ჩემი გამოჩენა დაუგეგმავად მოხდა. ვმუშაობ ერთ-ერთ ინტერნეტ მაღაზიაში. ჩემი მთავარი საქმიანობა შვილების გაზრდა გახლავთ.
სტატიაში „ვოგი“ იმასაც ამბობს, რომ საქართველოში მახარაძისნაირ ახალგაზრდა დედებს არცთუ იშვიათად შეხვდებით.

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS