06 ნოემბერი, 2017
"სააკაშვილმა ქვეყანა ააშენა, სასწაული შეძლო და ახლა ამის წაშლას ბევრი ცდილობს" - კონსტანტინე მელაძე სააკაშვილის 9 წლიან მმართველობას აფასებს
რუსეთში მცხოვრებმა, წარმატებულმა კომპოზიტორმა კონსტანტინე მელაძემ დიმიტრი გორდონის შოუში, სააკაშვილისა და ედუარდ შევარდნაძის მმართველობაზე ისაუბრა.

მელაძის განცხადებით, სააკაშვილის მმართველობისას, ქვეყანა განვითარდა.

"ეს ნამდვილი სასწაულია, რომელის წაშლას ბევრი ცდილობს და თვლის, რომ დაუჯერებელი რაღაც ბლეფია, მაგრამ ბლეფი არ არის ის გზები, რომელიც გაშენდა, ის ინფრასტრუქტურა, კორუფციის ძალიან დაბალი დონე და მოწესრიგებული კურორტები… მსგავსი რამ საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს… საქართველომ რაღაც სასწაულით, რამდენიმე წელიწადში ათწლეულების ნაბიჯები გადადგა წინ" - განაცხადა კომპოზიტორმა.

კონსტანტინე მელაძემ ასევე გაიხსენა შევარდნაძის
დრო, როცა ვალერი და კონსტანტინე იძულებულები გახდნენ, მშობლები საცხოვრებლად რუსეთში წაეყვანათ.

,,თბილისში მაშინ პარკეტს შლიდნენ და ოთახებს ათბობდნენ. ასე ცხოვრობდნენ ინტელიგენტი, მხიარული და მომღერალი ქართველები. ჩვენ იძულებულნი გავხდით, წაგვეყვანა მშობლები თბილისიდან მოსკოვში. ახლა კი ეს აყვავებული ქვეყანაა", - აცხადებს კომპოზიტორი მელაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ზურა
ჯემალი_შენ და შენისთანები ცოცხს მიღმა ვერაფერს ხედავთ და ვერც დაინახავთ რადგან თვენთვის ბოღმა და ბოროტება შური და ნაძირლობა ცხოვრების სტილია, უმადური ხარ ქართველო ერო და ისე იცხოვრებ აწი როგორიც ღირსი ხარ
17:30 / 06-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ჯემალ,თქვენგან განსხვავებით მაგ სისულელეების არ სჯერათ.
17:10 / 06-11-2017
გამოხმაურება / 0 /
გიგოლი
ასე მოხიბლული თუ იყო ეს მელქაძე საააკაშვილის მმართველობით, რას იჯდა პუტინის საბუდარში, ვერ ჩამოვიდა საქართველოში? ქართული საქმე ეკეთებინა, რუსულის ნაცვლად!
12:30 / 06-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ჯემალი
რაკი შენ იტყვი, შორიდან თურმე რა კარგადნ გამოვიყურებით. ეტყობა შენ ცოცხი გინდოდა აზრზე რომ მოსულიყავი
12:17 / 06-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS