06 ნოემბერი, 2017
"სააკაშვილმა ქვეყანა ააშენა, სასწაული შეძლო და ახლა ამის წაშლას ბევრი ცდილობს" - კონსტანტინე მელაძე სააკაშვილის 9 წლიან მმართველობას აფასებს
რუსეთში მცხოვრებმა, წარმატებულმა კომპოზიტორმა კონსტანტინე მელაძემ დიმიტრი გორდონის შოუში, სააკაშვილისა და ედუარდ შევარდნაძის მმართველობაზე ისაუბრა.

მელაძის განცხადებით, სააკაშვილის მმართველობისას, ქვეყანა განვითარდა.

"ეს ნამდვილი სასწაულია, რომელის წაშლას ბევრი ცდილობს და თვლის, რომ დაუჯერებელი რაღაც ბლეფია, მაგრამ ბლეფი არ არის ის გზები, რომელიც გაშენდა, ის ინფრასტრუქტურა, კორუფციის ძალიან დაბალი დონე და მოწესრიგებული კურორტები… მსგავსი რამ საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს… საქართველომ რაღაც სასწაულით, რამდენიმე წელიწადში ათწლეულების ნაბიჯები გადადგა წინ" - განაცხადა კომპოზიტორმა.

კონსტანტინე მელაძემ ასევე გაიხსენა შევარდნაძის
დრო, როცა ვალერი და კონსტანტინე იძულებულები გახდნენ, მშობლები საცხოვრებლად რუსეთში წაეყვანათ.

,,თბილისში მაშინ პარკეტს შლიდნენ და ოთახებს ათბობდნენ. ასე ცხოვრობდნენ ინტელიგენტი, მხიარული და მომღერალი ქართველები. ჩვენ იძულებულნი გავხდით, წაგვეყვანა მშობლები თბილისიდან მოსკოვში. ახლა კი ეს აყვავებული ქვეყანაა", - აცხადებს კომპოზიტორი მელაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ნათელა
თქვენ რა გამღერებდათ მაშინ როცა თბილისში ციოდა, მიშამ ხალხის ძარცვა რომ დაიწყო და ისე გააკეთა ყველაფერი. ძარცვას მერე ხოცვაც მიაყოლა. მის წინააღმდეგ თუ ვინმე რამეს იტყოდა ან ზღვაში აღრჩობდა, ან ბეტონს აზელდა და შენობას აყოლებდა, ან უჩინმაჩინივით აქრობდა და საერთოდ იცით რა, კაცი რომ ქვეყნის მიწებს მტერს ჩაუგდებს ხელში, ის კაცი არ არის, ის არის მოღალატე. მან საშინელი დანაშაული ჩაიდინა...
21:26 / 09-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ჯემალი
ჭილყვავებო აყაყანდიით, მოიდა ცოცხი
12:50 / 09-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ჯემალი
ეს რა მაგარი საქმე გავაკეთე კომენტარი რომ დავწერე რამდენი ჭილყვავები აყაყანდა, ამათ ვეღარც ცოცხით მიგერიებც კაცი
11:43 / 09-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ტამრიკო
კარგია
19:31 / 08-11-2017
გამოხმაურება / 0 /
აია
რას მიახტით ჯემალის, მეხსიერება მთლად მოგშლიათ.ხშირი გახსენება გჭირდებათ 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების სახით. ტვინგაყინულეს ვეტყვი, "ნუ მოგაკლოთ მასეთი სადისტები.
09:41 / 08-11-2017
გამოხმაურება / 0 /
წუა
ჯემალ იქნებ გაგვიმხილო ცოცხი რამდენჯერ მოგხვდა?
17:56 / 07-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ჯემალას
ჯემალ ალბათ შენთან ახლოს იყო ცოცხი
15:47 / 07-11-2017
გამოხმაურება / 0 /
გიო
"ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები." კ. გამსახურდია-კარგად შეეფერება აქაურ მპოსტავებსა და ქოც ქართველებს:))
12:09 / 07-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ჯემალ-ს
ცოცხისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ეტყობა უთო ნამდვილად მოგენატრა, ცხელი და გავარვარებული...
11:40 / 07-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ანტიჯემალი
ხომ შეჭამეს ტვინი ამ ცოცხებით, ნამდვილით თუ გამოგონილით! ნუ მოიპარავ, ძმაო, ნუ მოკლავ და ციხეში არ ჩაგსვამენ; ციხეში თუ ზიხარ, იქ მაინც მოიქეცი კაცურად და არც არავინ გაგაუპატიურებს, არც გცემს და არც მოგკლავს! თქვენ ქვეყნისდამაქცევრობაც გინდათ და პასუხიც არავინ მოგთხოვოთ, ეგრე სად არის, ძმობილო???
02:07 / 07-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS