03 ნოემბერი, 2017
სალომე ღვინიაშვილი ჩვენებაზე "ლგბტ" პირების მხარდამჭერი სამკლაურით გამოვიდა
თბილისი „მერსედესის“ მოდის კვირეულს მასპინძლობს. კვირეული რუსთაველის თეატრში იმართება და მისი ორგანიზატორი სოფო ჭყონია გახლავთ.

“MBFW“ გუშინ გაიხსნა და საზოგადოებას საკუთარი კოლექცია არაერთმა დიზაინერმა წარუდგინა. მათ შორის იყო სალომე ღვინიაშვილი. თუმცა, მის კოლექციაზე მეტად, ხალხის ყურადღება სალომეს ჟესტმა განაპირობა, პოდიუმზე ის „ლგბტ“ პირების მხარდამჭერი სამკლაურით გამოვიდა.

სალომეს ჩვენებას მისი მეუღლე ზურა ხიზანიშვილი და ქალიშვილი ტასო დაესწრო.
რატომ გადაწყვიტა სალომე ღვინიაშვილმა პოდიუმზე „ლგბტ“ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით გასვლა, ამის გასარკვევად მოდელს დავუკავშირდით.

„სოლიდარობას ვუცხადებ გურამ კაშიას, ამიტომაც
გადავწყვიტე ჩვენების დასრულებისას „ლგბტ“ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით გამოსვლა პოდიუმზე. ამ ჟესტით ასევე მინდოდა პროტესტი გამომეხატა იმ მოვლენების მიმართ, რომელიც გურამ კაშიას გარშემო მიმდინარეობს ქვეყანაში“.

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
546
ზომიერების დაცვაა საჭირო.ფრთხილად იყავით,კაშიას დათვური სამსახური არ გაუწიოთ და მამათმავლობის სიმბოლოდ არ აქციოთ.რაც უფრო ხშირად მოიხსენიებთ კაშიას და ლგბტ-ს ერთად,უფრო ღრმად ჩაჯდება ხალხის ცნობიერებაში.ლგბტ-ს ხსენებაზე კაშიას ასოციაცია არ გამოაწვევინოთ.
22:29 / 04-11-2017
გამოხმაურება / 0 /
Zura
Xizanushvilma rato ar gaiketa ufro damajerebeli ikneboda
18:39 / 04-11-2017
გამოხმაურება / 0 /
მართალი
გოგონა აღარ თქვა,რომ მართლმადიდებელი ხარ! პატრიარქის თქვენ არ გესმით,მოძღვარის დარიგებას არ ითვალისწინებთ! ასეთი გარეგნობის ადამიანმა,ულამაზესმა ქალბატონმა როგორ შეიძლება კაცების შექმნილი ოჯახი მოიწონო,ქალების ერთმანეთის წვალება გაამართლო! დაფიქრდით ცნობილო ,,ფეისებო,, თორემ საკუთარი ბიჭებიც მოგაკითხავთ-დედი გავთხოვდიო!
16:58 / 04-11-2017
გამოხმაურება / 0 /
546
არ იყო საჭირო ამხელა აურზაურის ატეხვა კაშიაზე (ისე,ალბათ შეეძლო მეტი პრინციპულობა გამოეჩინა).მიუხედავად ამისა... ეს უკვე იდიოტიზმში გადადის.კაშია ლგბტ-ს წევრია,მაგ ნიშნით რომ უჭერთ მხარს ? უბრალოდ კაპიტნის სამკლაური რომ გაგეკეთებინათ და თუნდაც კაშია დაგეწერათ,ხალხი ვერ მიხვდებოდა ? ერთი წუთით წარმოიდგინეთ,კაშიას საძმაკაცომ რომ ეგ ნიშანი გაიკეთოს მის მხარდასაჭერად...ხომ უნდა დაფიქრდეთ. დიდი მიხვედრა უნდა,რომ მამათმავლების პროგრამა მინიმუმია, რაც შეიძლება ხშირად მოხვდნენ ხალხს თვალში,რომ რეაქცია ‘’დაუბლაგვონ’’ ?
16:46 / 04-11-2017
გამოხმაურება / 0 /
33
საღოლ ზურას, ოჯახიც ასეთი უნდა!
09:14 / 04-11-2017
გამოხმაურება / 0 /
გივი
ვა, ხიზანა ლოგინშიც ”ლომი” ყოფილა :D
04:23 / 04-11-2017
გამოხმაურება / 0 /
კატო
ეს ვინ ყოფილა... რა ფაროსანასავით მრავლდებით. დარწმუნებულები ხართ თქვენს შვილებს არ შეეხება და დანარჩენი არ გაინტერესებთ ?
21:57 / 03-11-2017
გამოხმაურება / 0 /
da....
ეს კაშიას მხარდაჭერაა?!...და კაშიაა თქვენი სამშობლო და სიამაყე?....
18:58 / 03-11-2017
გამოხმაურება / 0 /
მანო
ნუ შეჭამეთ გული!!! ათიათასობით ადამიანი საჭიროებს დღეს მხარდაჭერას და თანადგომას. ზოგი სიღატაკის, ზოგი ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემების, ზოგი ძალადობის ზოგი უსამართლობის და სხვა დასხვა მიზეზის გამო ამ პიარს და მაიმუნობას იქნებ მოვეშვათ და უბრალოდ კარგი ადამინების დაფასება ვისწავლოთ. მე არ მაინტერესებს ვინ რა ორიენტაციისაა, რა აღმსარებლობის, რა სქესის და ა. შ. ვცეთ ერთმანეთს პატივი. სამკლაურის გაკეთება მარტივია მაგრამ საქმე -კეთილი საქმეა ცოტა საძნელო... ამ ადამიანებს ვისაც ასე მხურვალედ უჭერთ მხარს იქნებ ის კითხოთ რამ გამოიწვია ასეთი არჩევანი.. იქნებ ჩაუღრმავდეთ მათ ცხოვრებას და დაინახავთ, რომ არცერთი მათგანის ცხოვრებაში ცისარტყელის ფერები არ ყოფილა ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრება შემოიფარქრგელება შავ-თეთრი ფერებით... გეყოთ მაიმუნობა!!!
14:48 / 03-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS