ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
შემთხვევის შედეგად ქართველები არ დაშავებულან.
„რეიტინგი“ დაუკავშირდა ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და იქ, სადაც ტერაქტი მოხდა, ხშირად სეირნობს, მისი მეუღლე კი სწორედ იმ ქუჩაზე მუშაობს.
- ნუკი, ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილზე ხშირად სეირნობთ, რადგან მანდ ახლოს ცხოვრობთ,
- ბედნიერი ვარ, რომ შემთხვევის დროს სახლში ვიყავი. ჩემი ქმარი ზუსტად იქ მუშაობს, სადაც ტერაქტი მოხდა, ერთი წუთის სავალ მანძილზეა მისი სამსახური შემთხვევის ადგილიდან, სანამ ბენს დავურეკე და ტელეფონზე მიპასუხა, მთელმა ცხოვრებამ ჩამიქროლა თვალწინ.
საბედნიეროდ, ის ტერაქტის დროს შენობაში იყო, ყველა ადამიანი შემეცოდა, ვინც ამას შეესწრო და მითუმეტეს შეეწირა.
ძნელია, იცხოვრო სამყაროში, სადაც ამდენი ბოროტი ცხოვრობს. იმედი მაქვს, ის არაადამიანი სათანადოდ აგებს პასუხს ამ უმძიმეს დანაშაულზე.