02 ნოემბერი, 2017
თაკო ჩარკვიანი განცხადებას ავრცელებს: ჩვენ არაფერს ვითხოვთ ღმერთმანი
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში კრიტიკოსებს პასუხობს.

"ჩემი და ჩვენი ოჯახის სახელით მინდა გავაკეთო განცხადება, რა თქმა უნდა, ეს განცხადება არა კეთილისმოსურნე ადამიანებს ეხებათ - ვაცხადებ: არსად არ გამიცხადებია, რომ რაიმე თანხას ვითხოვთ ჯანსუღის ავადმყოფობის გამო, არც საყვედური დამცდენია სადმე და არც ქილიკით გვითქვამს სადმე ერთი სიტყვაც კი, უბრალოდ ჟურნალ "სარკის " ჟურნალისტმა მკითხა;

ვინ აფინანსებს ჯანსუღის ავადმყოფობასო და მე ვუპასუხე, რომ დაზღვევა ამოიწურა - პაკეტი და ჩვენ - ოჯახი ვაფინანსებთ მის ავადმყოფობას - (არავითარი
წუწუნი-არავითარი ) ეს არის და ეს - ტყუილს ხომ არ ვიტყოდი, როგორც არის ისე ვთქვ ი- რა ხდება ვერ გავიგე?! - ჩვენ არაფერს ვითხოვთ, ღმერთმანი - სრულიად არაფერს.

"ოღონდაც ფრთხილად
ძვირფასებო, ფრთხილად
ოღონდაც, ეს დედამიწა
ალმაცერად გვიმზერს ბებერი,
რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება
თქვენი გოლგოთა
და აღარავინ, არ იქნება
მიმტევებელი
ჯ. ჩ.
ეს განცხადება ჩემი ფ.ბ-ს მეგობრებს არ ეხებათ - მიყვარხართ მე თქვენ და მადლობა დიდი სიყვარულისთვის - დამებრუნებიოს"- წერს ჩარკვიანი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
12
მხოლოდ მოითხოვთ!
07:55 / 03-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS