01 ნოემბერი, 2017
ევროვიზიის გამარჯვებული ჯამალა მეგი გაბუნიას მოდის სახლ M.G.-ის ესტუმრა
მილიონობით მსმენელისთვის საყვარელი მომღერალი ჯამალა თბილისს რამდენიმე დღით ესტუმრა. მისი სასცენო სტილი ინდივიდუალურია და ხშირად იმსახურებს მოდის კრიტიკოსების აღფრთოვანებას.

ინტერნეტში მისი ფოტო გავრცელდა დიზაინერ მეგი გაბუნიასთან ერთად, მან M.G.-ის კოსტიუმი და აქსესუარი მოირგო, როგორც ჩანს, არტისტის აღფრთოვანება დიზაინერის ინდივიდუალიზმმა გამოიწვია, რადგანაც ჯამალა ცნობილია, მოდის სახლებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებით.

ჟურნალი რეიტინგი დიზაინერს დაუკავშირდა და გთავაზობთ ექსკლუზიულ კომენტარს:

„აღმოჩნდა, რომ ჯამალას ნანახი ჰქონდა ჩვენი ნამუშევრები და თბილისში ვიზიტის დროს გვესტუმრა, სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ ჟურნალი „ელის“
დაჯილდოებასა და სხვადასხვა ღონისძიებებზე სიამოვნებით მოირგებს M.G.-ს სამოსსა და აქსესუარებს.“

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS