01 ნოემბერი, 2017
ვის მიერ შექმნილი აბადოკი ამშვენებდა ბიორკის სცენაზე
ბიორკმა დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართველი მსმენელისთვის პირველი კონცერტი ჩაატარა.

ის მაყურებლის წინაშე ქართველი ფოტოგრაფისა და დიზაინერის, ირმა შარიქაძის, ბრენდის Irma de Flore აქსესუარით (აბადოკით) წარსდგა.

ბიორკმა ფოტო საკუთარ ინსტაგრამზე განათავსა და ბრენდიც მონიშნა.

ბრენდი გაზაფხული/ზაფხული 2018 წლის კოლექციას ახალი პერფორმანსით, 3 ნოემბერს მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართავს.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS