გავრცელებული ინფორმაციით, მომღერლის ავტომობილი ქურდობის მიზნით დააზიანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
"რეიტინგი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, მომღერლის ავტომობილს მხოლოდ უკანა ფანჯარა აქვს ჩამტვრეული და საქმე 187-ე მუხლით არის აღძრული.
 
 
                             
                             
                             
                             
                             
                             
                             
                                     
                                     
                                    

 
                     
               
               
               
         
                                     
                                     
                                     
                                     
       
                                                 
                                                 
                                                 
                                                

















 
                             
                         
         
                                                                     
                                                                     
                                                                     
         
                                                                     
                                                                     
                                                                    