30 ოქტომბერი, 2017
სკანდალი გრძელდება: შენ არავის ჭირდები, ისევე როგორც შენი ავტომობილი - გუფის ყოფილი ცოლი ოჯახური კონფლიქტების სკანდალურ დეტალებზე ალაპარაკდა
ცნობილი რუსი რეპერის, გუფის ყოფილი ცოლი აიზა, როგორც ჩანს გაჩუმებას აღარ აპირებს. ის ერთ-ერთ ჟურნალისტთან, მისი ცხოვრების სკანდალურ დეტალებზე ალაპარაკდა. როგორც აიზამ განაცხადა, გუფიმ მის ყოფილ ქმართან იჩხუბა კიდეც.

ყველაფერი არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო, როდესაც გუფიმ სიმღერა “line up” ჩაწერა, რომელიც მისი ექს-მეუღლის, ყოფილ ქმარს დიმიტრი ანოხინს მიუძღვნა.

„მე დაუპატიჟებლად არ მივდივარ, *...ო შეიგნე,
თუმცა შენს გამო, მე გამონაკლისი დავუშვი,
დღემდე მძევლად გყავს, ჩემი ახლობლები“ - ამ სიტყვებს რეპავს გუფი სიმღერაში.

ამის შემდეგ
აიზამ დისკი გამოუშვა, სადაც რეპერს შემდეგი სიტყვებით უმღერის:
„მე არ მჭირდება, შენთან დავდო ზავი,
რადგან შენ არავის ჭირდები, ისევე როგორც შენი ავტომობილი“.
Rating

ამ დისკის გამოცემის შემდეგ, აიზამ ინტერვიუ მისცა ამირან სარდაროვის, სადაც თქვა რომ ოდესღაც მას და გუფის ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. „ოდესღაც ჩვენ ვიყავით მისი ოჯახი, ერთგულად ვისხედით და ველოდებოდით მას, მაგრამ ის ამას ვერ აფასებდა. ახლა კი ვამბობ, ჩვენ მისი ოჯახი არ ვართ“.

ამ ინტერვიუს შემდეგ აიზამ ვერ მოისვენა და სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერი ჩართო, სადაც მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა.

„ერთ-ერთი კონფლიქტი, რომელიც გუფის ჩემს ყოფილ მეუღლესთან მოუვიდა, ბავშვის გამო მოხდა. სიომამ მას უთხრა, გუფი, შენ ჩემი მამა ვერ იქნები, რადგან დიმა უფრო მეტ დროს მითმობსო“ - განაცხადა აიზამ ჩართვისას.
Rating


შეგახსენებთ, რომ გუფი და აიზა რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ. რეპერის განცხადებით, მეუღლე მას ბავშვს არ აჩვენებს, რასაც აიზა უარყოფს. გავრცელებული ინფორმაციით წყვილის დაშორების მიზეზი ქეთა თოფურია გახდა, მაგრამ ამას ორივე მხარე უარყოფს. თუმცა, აღსანიშნავია ერთი ფაქტი, როდესაც გუფიმ აიზასთან ხელი ოფიციალურად გააწერა, ქეთა თოფურიამ ქმართან დაშორება სწორედ იმ დღეს აღიარა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნინა
ამ ჩვენ ქართველ ზოგიერთი მომღერალი წარმატებულ და საქმიან მამაკაცებს ვერ აფასებენ და გული უსაქმური მოძველბიჭო ელემენტებისკენ მიუწევთ, რა გარემოშიც იზრდებიან....
09:25 / 31-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ფანტომასი
ამ ბოზინკალების და ნარკომანის გარდა სხვა თემა არაფერი გაქვთ, თუ ეს არის აქტუალური და არა ხალხის ყოფა თუი რა...ვ
18:18 / 30-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინი
სად არ არის ეს თოფურია, პიარობს და ამით ცხოვრობს.
16:59 / 30-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS