ინფორმაცია ეკატერინე გორდონმა დაადასტურა, სწორედ მას მიმართა ანფისა ჩეხოვამ გაყრის დეტალების მოსაგვარებლად.
ანფისა და გურამი ოფიციალურად გაიყარნენ. მათ არ სურდათ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, მათ სჭირდებოდათ დრო დეტალებზე მოსალაპარაკებლად.
გაყრის პროცედურაზე ორივე მშვიდად იქცეოდა, ხელი მოაწერეს ყველა საჭირო დოკუმენტს და მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს. ბაბლიშვილმა მეუღლეს დაუტოვა ერთობლივად დაგროვებული მთელი ქონება – ბინა და მანქანა.
შვილს, სოლომონს, ყოფილი მეუღლეები ნახავენ დაუბრკოლებლად, სურვილის მიხედვით, – განაცხადა ეკატერინა გორდონმა.
რუსულ მედიაში ამბობენ, რომ გაყრის ერთ-ერთი მიზეზი ანფისა ჩეხოვას მრავალრიცხოვანი რომანები იყო.