28 ოქტომბერი, 2017
"დიამეტრალურად განსხვავებული კონკურსანტები არიან" - რა პროგნოზებს აკეთებენ მეგა-შოუს ჟიურის წევრები
"იმედის" ეთერში გუშინ მეგაშოუმ " აიღო სტარტი. პროექტი "ჩვენ ვარსკვლავები ვართ" "american idol"-ის ქართული ანალოგია. სწორედ ეს იყო პირველი პროექტი მსოფლიოში, სადაც ახალბედა მუსიკოსებმა სცადეს საკუთარი ძალები და არნახულ პოპულარობას მიაღწიეს.

პირველი კონცერტი საპრეზენტაციო იყო, შერჩეულმა 10-მა კონკურსანტმა ბენდის თანხლებით იმღერა, პროექტი არავის დაუტოვებია. კონკურსანტებს ჟიური აფასებს, თუმცა მთავარი მაყურებლის აქტიურობაა, სწორედ მათ მიერ გამოგზავნილი ესემესების შედეგად გადაწყდება ვინ მოხვდება პროექტის ფინალში.

შოუს უჩვეულო ჟიური ჰყავს. ჟიურის ამპლუაში წელს პირველად გამოჩნდა, მუსიკოსი რობი კუხიანიძე. ჟიურის
წევრები არიან ლევან წულაძე, ნატო მეტონიძე და ნინა სუბლატი. სწორედ ამ პროექტის აღმოჩენაა.

ლევან წულაძე პროექტს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებს: ყველა კონკურსანტს მოვუსმინე და აღფრთოვანებული ვარ. დიამეტრალურად განსხვავებული ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას, რაც შოუს დიდ მომავალს განაპირობებს.

შოუს რამდენიმე წამყვანი ჰყავს.

ბახვა ბრეგვაძე:
პირველად ვარ, ასეთი შოუს მთავარი წამყვანი და ეს არის უდიდესი ადრენალინი. მადლობას ვუხდი შემოქმედებით გუნდს და სხვა წამყვანებს.

ნინა სუბლატი: მოხარული ვარ რომ საინტერესო პროექტი დაიწყო. დრაივიანი საღამო შემოგვთავაზეს კონკურსანტებმა, თუმცა დარწმუნებული ვარ, თანდათან უფრო საინტერესო შოუს შემოგვთავაზებენ ისინი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS