ტელეკომპანია "პირველის" პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა ვახო სანაია თბილისის ყოფილ მერებთან - დავით ნარმანიასა და გიგი უგულავასთან ერთად სელფი გადაიღო. გადაცემაში თბილისის ყოფილი მერები იყვნენ სტუმრად, უგულავამ და ნარმანიამ შეხვედრისას ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და წარმატებები უსურვეს.
"ისტორიული ფოტო მაქვს..." - წერს ვახო სანაია ფეისბუქის პირად გვერდზე და ფოტოებს ავრცელებს.