27 ოქტომბერი, 2017
"ძმები კვლავ შეხვდნენ" - სანდრა რულოვსი შვილებთან ერთად ფილადელფიაში
საქართველოს ყოფილი პირევლი ლედი, სანდრა რულოვსი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფილადელფიაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

"ძმები კვლავ შეხვდნენ", - წერს სანდრა რულოვსი ფოტოების აღწერაში.

შეგახსნებთ, მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უმცროსი ვაჟი, ნიკოლოზ სააკაშვილი სკოლის მოსწავლეა და საქართელოში ცხოვრობს, უფროსი ვაჟი ედუარდი კი ამერიკაში ცხოვრობს და ჟურნალისტის კარიერისთვის ემზადება.

ედუარდმა წელს სუორტმორის კოლეჯი წარმატებთ დაამთავრა. ედუარდ სააკაშვილმა ბაკალავრის დიპლომი ერთდროულად კინო-მედია კომუნიკაციებისა და ფიზიკის მეცნიერებაში აიღო.

სტუდენტის სტატუსის მიღებისთანავე მუშაობა დაიწყო კოლეჯის გაზეთში და ფიზიკის ლაბორატორიაში. 2013
წელს ედუარდი წლის საუკეთესო კურსდამთავრებულის და განათლების სამინისტროს ოქროს მედლით დაჯილდოვდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მას უნდა, რომ ბედნიერი იყოს იმ საქმეში, რასაც აკეთებს, მაგრამ ლაბორატორიაში ბედნიერება ვერ იპოვა.

განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS