"რატომ ხდება, რომ "ქართველი ვაჟკაცები" რომელიც ჩემი აზრით ხალხს უფუჭებენ წარმოდგენას ქართველობაზე, უაზროდ საუბრობენ, ქალიშვილობის ინსტიტუტზე, (დამახინჯებულად, თორემ მივესალმები ამ ინსტიტუტს როცა ეს გოგოს მრწამსიდან გამომდინარე მოდის) საუბრობენ თუ როგორი კდემამოსილი უნდა იყოს მანდილოსანი რომ მათი ყურადღების ღირსი გახდეს, ლამის თვალებს უნდა ხრიდეს საწინააღმდეგო სქესის დანახვისას.
როგორ უნდა დაუთმოს სიტყვა მამაკაცს, გაჩუმდეს როცა ის იწყებს საუბარს (თუნდაც მთვრალს და უაზროს) და რატომ ხდება
მაგრამ აქვე დედამთილები, ქმრის დეიდები, მამიდები იტყვიან - "რაღაც გაუკეთა მაგ საძაგელმა" "გამოსალოცია ჩემი ბავშვი" , "არ უნდოდა კაცო, შეაცდინა" არა, სწორად უნდა გაგეზარდათ თქვენი ბავშვი, სწორი ფასეულობებით.
უნდა გესწავლებინათ ქალის პატივისცემა და არა მხოლოდ სადღეგრძელოებში. არ უნდა გეთქვათ ფრაზები "ამ გოგოსთან თუ გაერთობი თორემ ისე ჩემი მეზობლის მანანას ქალიშვილია წესიერი გოგო, აი ვის უნდა შეხედო სერიოზულად დედი" ისე ასეთი ტლიკინა"მამაკაცები" არ მენანება "ჯადო" ქალებისთვის" - წერს შარანგია.