27 ოქტომბერი, 2017
რა კომენტარს აკეთებს ნუკი კოშკელიშვილი თბილისში გავრცელებულ ჭორებზე
ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილის და მისი მეუღლის ბენ ჩაიმის შესახებ, თბილისში ჭორები ხშირად ვრცელდება.

სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ნუკის ორსულობის შესახებ ალაპარაკდნენ. ეჭვები იმ ვიდეომ გამოიწვია, რომელიც ნუკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ვიდეორგოლი ავტომობილით გადაადგილების დროს არის გადაღებული და ჩანს, რომ წყვილს მანქანის სავარძელზე ბავშვის კალათა უდევს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, "რეიტინგი" კოშკელიშვილს დაუკავშირდა:

- ნუკი, გავრცელდა ინფორმაცია რომ ბავშვს ელოდებით?
- არ არის ეს ინფორმაცია მართალი. მეც და ბენსაც გვინდა შვილი გვყავდეს, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ არის.
ძალიან გაგვეხარდება ასე რომ იყოს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS