"არ გამიხარდება ჩემი შვილი რომ მხოლოდ გეებთან მეგობრობდეს" - ამ წინადადებიდან ისეთი სიმყრალე მოდის, ვერ ვხვდები იმ სტუდიაში, სადაც მასპინძელი ასე ბოდავს, რამ გააძლებინა ნორმალურ ხალხს.
სექსუალური ორიენტაცია არ არის ადამიანის საზომი - ზუსტად ისე, როგორც მისი კანის ფერი, წარმოშობა, წონა და ა. შ.
ადამიანის საზომია მისი შეხედულებები და მოქმედებები.
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანს იმით აფასებს, საძინებელში რა
ვის რა გაუხარდება, მისი პერსონალური არჩევანია. ადამიანის სიხარულის კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ჟურნალისტური ეთიკა და მსგავსი განცხადებები ჟურნალისტური ეთიკის მინიმალურ ტესტსაც ვერ უძლებს.
P. S. (update) კიდევ ისიც თქმულა თურმე, რომ არ გაუხარდებათ გეი შვილები.
ვახ. კი, შეიძლება დედას არ გაუხარდეს, რომ მის შვილს წინ უფრო რთული ცხოვრება ელის ვიდრე სხვას, კი შეიძლება დედას არ გაუხარდეს, რომ მისი შვილი იდენტობის გამო დაიჩაგროს - მაგრამ ამის გამჟღავნება უკიდურესი ეგოიზმი და სისასტიკეა დედის მხრიდან.
თუ ისედაც რთული ცხოვრება ელის წინ - შენი წყენებით რატომ უმძიმებ? დაუდექი და იბრძოლე მასთან ერთად თანასწორობისთვის!
მითუმეტეს, როცა გადაცემის წამყვანი ხარ და სხვა დედები გისმენენ. არა ჰიპოტეტურად, არამედ რეალურად გეი შვილების დედები.
P.P.S. არადა ერთადერთი სწორი საქციელი სწორედ მათი დედების გამხნევება იქნებოდა და სხვა მაგალითის მიცემა, მათ ეს ძალიან სჭირდებათ - ისინიც ამ კულტურაში დაიბადნენ და მათ არ აურჩევიათ შვილის იდენტობა. რა ვიცი, მე ასე მესმის."
ჩერგოლეიშვილს მოგვიანებით უპასუხა ნანუკა ჟორჟოლიანმაც.
"არ გამეხარდება, რომ ჩემი შვილი მხოლოდ გეებთან მეგობრობდეს". არ მითქვამს.
მე ვთქვი, "არ გამეხარდება ჩემი შვილი რომ გეი იყოს."
სხვაობა ძალიან დიდია.
თამარ ჩერგოლეიშვილი, ქალი რომელიც, მუდმივად სხვებს აკრიტიკებს აზრის დამახინჯებისთვის, ასეთ შეცდომას შემთხვევით არ დაუშვებდა. უბრალოდ იტყუება. ფაქტს იგონებს, "დემოკრატიის შუქურა".
თორემ ჩემით რომ ცხოვრობს, ამაში უკვე დიდი ხნის წინ დავრწმუნდი. რაც ძალიან მართობს ,თამრიკო, მასე გააგრძელე. იქნებ ეთერშიც მოხვდე სადმე" - წერს ჟორჟოლიანი.