ნუცა მახვილაძე მენინგოკცემიის დიაგნოზით, თებერვალში დაიღუპა.
გოგონა უნიჭიერესი გახლდათ და როგორც მისი მეგობრები ამბობენ, როგორც სკოლაში, ასევე უნივერსიტეტში საუკეთესოდ სწავლობდა.
ნუცას დიდი გეგმები ჰქონდა და ყველაფერი ჰქონდა ამ მიზნების ასრულებისთვის.
ის არასოდეს ჩნდებოდა საჯაროდ და არც მაშინ ერთვებოდა კამათში, როცა სოციალურ ქსელში მაია ასათიანს აკრიტიკებდნენ.
მაია საუკეთესო დედა გახლდათ და მთელ თავის ცხოვრებას პატარა ნუცას უძღვნიდა. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის
ნუცა 17 წლისაა, გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს"- ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანი ქალიშვილის გარდაცვალამდე.
მაია ასათიანმა საკუთარი ტრაგედიის შესახებ არაერთხელ ისაუბრა, ბუნებრივია შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი უმძიმესი ხვედრია. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, „როცა მარტო ვრჩები-მგელივით ყმუილი მინდება ხოლმე ! მაგრამ ამას ვერავინ ხედავს“.
ნუცა მახვილაძის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული, მის სკოლაში ნუცას სახელობის ბიბლიოთეკის კაბინეტი დაარსდა, ასევე ნუცა მახვილაძის სახელობის ოლიმპიადასაც ჩაეყარა საფუძველი.