''ნანუკას შოუს გუშინდელ გადაცემას ვუყურე იმ იმედით, რომ რაღაც კარგს ემსახურებოდა ეს ერთი ეთერი, მაგრამ ესეთი განვითარება დაიდო:
რაღაც მომენტში წამყვანი ამბობს, რომ ის მეგობრობს გეებთან და ლესბებთან, მაგრამ ''შვილი არ მინდა ასეთი იდენტობითო''. მერე ''გაუჭედა'' ყველამ და ეკითხებიან, კი მაგრამ რატომ არ გინდაო. და, ნანუკა რას პასუხობს? - „რავი, ესე გამიხარდება“-ო. მერე, მთელი გადაცემა რომ
აი, 30 წელია ჟურნალისტი ხარ, აქედან 10 წელი ვიღაცები ელენ დეჯენერესს გადარებენ და რესპოდენტი როცა კითხვას გიბრუნებს, „რავის“ პასუხობ ოთხჯერ.
მეც არ გამიხარდება, ჩემს არჩევანზე რომ იყოს ეგ. ''ვაბშე'' არ მინდა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდეს მთელი ცხოვრების მანძილზე, სამსახურში არ აჰყავდეთ მისი ორიენტაციის გამო, ვიღაცები ქუჩაში სახეში აფურთხებდნენ და ბოლოს საკუთარი იდენტობის დასამალად ბლოგების წერა დაიწყოს, თუ რამდენ ქალთან ჰქონია სექსი, ხანძარს ებრძოლოს და ცოლის მოყვანით დაასრულოს. მე მინდა, რომ ჩემი შვილი იყოს თავისუფალი და ბედნიერი, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. თუმცა როცა ამ მოცემულობაში გიწევს ცხოვრება, ძალიან რთულია იყო თავისუფალი, ბედნიერი და წარმატებული. ჯუნგლებში ხარ, ვიღაც დავით ქაცარავას კალიბრის ტიპმა შეიძლება შუა ქუჩაში დაგასახიჩროს. შეუძლებელია, რომ ვინმე მშობლის კეთილი სურვილი იყოს ეს და ყველა დედა გმირია, რომელიც ''იკიდებს'' ვიღაც მეზობელი ნათელას აზრს და საკუთარ შვილს ამ სირთულეების გადალახვაში ცხოვრების ბოლომდე გვერდზე უდგას.
ბოლო წლებია ვაკვირდები ამ რეიტინგულ წამყვანებს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ''პროსტა'' აი, ეკაიტიპებათ გეებთან მეგობრობა და მერე შუა ეთერში შეუძლიათ დასხდნენ და ყავით ხელში „რავი“ არგუმენტით იმსჯელონ, თუ რატო არ გაუსწორდებათ რაღაცები. მინიმუმ იმას მაინც მიხვდით პრადვინუტობაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტები, რომ როცა თათია სამხარაძეს იწვევთ სექსუალური ძალადობის თემაზე, იქ შალვა რამიშვილი არ დასვათ ოპონენტად'', - წერს დათო აბზიანიძე.