26 ოქტომბერი, 2017
"მილიანერი ქმარი არალი" - თინა მახარაძის და ნინი ნებიერიძის ფეისბუქ-დაპირისპირება
მსახიობი თინა მახარაძე და მილიონერ თემურ უგულავას მესამე ცოლი, ნინი ნებიერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი, მახარაძის და ნებიერიძის მეგობრებს შორის არსებული გაუგებრობა გახდა.

კერძოდ, ნებიერიძის მეგობარმა სალომე ბეზერაშვილმა, მახარაძის მეგობრის მიერ, გადაღებული ფოტოები ინსტაგრამზე ნებართვის გარეშე გამოიყენა. თინამ მათი მიმოწერა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.

თინამ სალომესა და Abintra Concept-ს შორის მიმოწერებს ასეთი კომენტარი გაუკეთა:

„ქართული სოცმედიის სახეები „ინსტაგრამზე“ <3

როგორც მსახიობი წერს:

„ჩემმა მეგობარმა არტისტმა გადაუღო კლიენტს შეკვეთით ფოტო შესაბ
ამისი კონტრაქტის ქვეშ, რომელი კონტრაქტიც იუწყება, რომ ამ ფოტოების კომერციულად გამოყენების უფლება არ აქვს არც ერთ ბრენდს/მეწარმეს/ა.შ. ფოტოში ზემოთ ხსენებულ კილენტს ეცვა სალომე ბეზარაშვილის შარვალი, სალომე ბეზარაშვილმა უნებართვოდ გადაპოსტა ფოტო თავის „ინსტაგრამზე“ და დანარჩენი იხილე სქრინებში“.
Rating

ნინი სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა და მეგობრის დასაცავად მახარაძეს დასცინა.
თუმცა შემდგომ ეს მიმოწერა ან ერთმა, ან მეორე მხარემ წაშალა. ნინის ერთ-ერთი მინაწერი თინამ დასქრინა და „ფეისბუქზე“ განათავსა წარწერით: „ჩემი ღარიბი დედაც ვატირე“. ნინი წერდა: „აუ, წავიდა ეს ვაფშე ნიუ იორკში? ძნ ცდილობდა მახსოვს დაფინანსებას“.
Rating

ამ მინაწერზე თინამ ნინის უპასუხა:
„ჯერ გათხოვება არ მინდოდა და კონკურსში მივიღე მონაწილეობა“, რაზეც ნინიმ თინას „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობა შეახსენა…
თინას თავისმა მეგობრებმა დაუჭირეს მხარი, ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა:

„მილიანერი ქმარი არალი?“ - დაწერა მახარაძის მეგობარმა. 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS