თუ ადრე ზაქარია ქუცნაშვილი საზოგადოებას საკუთარი იმიჯით აოცებდა, ახლა მისი ფრაზებიც სახუმარო გახდა.
ზაქარია ქუცნაშვილი ხშირად ირგებს უცნაურ ლუექებს, კლასიკურ სამოსზე მას ხან უცნაური შარფი აქვს შემოხვეული ან საოცარი ქუდი ახურავს.
ზაქარია ქუცნაშვილის ჩაცმულობა „რეიტინგთან“ საუბარში, მოდის კრიტიკოსმა და მოდის პლატფორმა „streetsyle.ge”-ს დამფუძნებელმა
- მამაკაცის კლასიკური სტილი, მსოფლიოს ყველა ეპოქაში დახვეწილ, მოწესრიგებულ, გავლენიან ან მაღალი წრის წარმომავლობას უსვავდა ხაზს, დროთა განმავლობაში ის რადიკალურად იცვლებოდა, დღეს პროცენტული უპირატესობა შარვალ კოსტუმის ანსამბლს უკავია, ამიტომაც ფაქტობრივად სტანდარტულის სტატუს ირგებს, რომელიც პოლიტიკოსების განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებულ და უნიკალურ გემოვმოვნებას ნამდვილად არ მოითხოვს, მაგრამ არც ესე მარტივად არის საქმე.
ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვნად უნდა მივაქციოთ ყურადღება ფერებს, ინივიდუალურობას და რაღა თქმა უნდა დიზაინერის კონცეფცია უნდა იყოს საინტერესო, რომ სხეულმა დადებითად მოახდინოს კარგი დამახასითებლის დემონსტრირება.
- კონკრეტულად ზაქარია ქუცნაშვილის ჩაცმულობას როგორ შეაფასებთ?
- რაც შეეხება ზაქარია ქუცნაშვილის სტილს ჩემი სუბიექტური აზრით პირდაპირ გულისხმობს რომ მხოლოდ მოვალეობის გამო ატარებს კლასიკურ ანსამბლს, ბევრს არ ფიქრობს.
ასევე გამოიკვეთა ფერების არასწორი შერჩევა, მაგრამ მთავარია, რომ ის მარტივად უმკლავდება ამ საკითხს და მეტწილად უპრეტენზიო ლუქით წარსდგება საზოგადოების წინაშე.
პოლიტიკოსებს ყველა სიფრთხილის მიუხედავად მაინც აკრიტიკებენ, ამიტომაც ძალიან ხმამაღალი განაცხადია როდესაც პოლიტიკოსი სტილის გადათამაშებას რისკავს და კრიტიკის არ ეშინია.
არის განსხვავებული, თანამედროვე და ინივიდუალური, მაგალითად როგორც კახი კალაძე, ის ყოველთვის გამოირჩევა ჩაცმის სტილით და ადეკვატურად იმოსება.