მიუხედავად იმისა, რომ ზაქარია ქუცნაშვილი მრავალი წელია, რაც პოლიტიკაშია, მისი პერსონის მიმართ ყურადღება ქუთაისში გადაბარგების შემდეგ გაიზარდა. დიახ, ზაქარია ახალი მოწვევის პარლამენტარი გახდა.
მის უცნაურ ვარცხნილობას ყურადღება პირველად ვანო ჯავახიშვილმა მიაქცია. ხუმრობების კასკადი ზაქარიას ვარცხნილობაზე "ვანოს შოუდან" წამოვიდა.
"ზაქარია, აი, ის, ქუდი რომ ახურავს და სინამდვილეში თმა როა", "ზაქარია გასვენებაში წავიდა და თმა გადაიპარსა, აბა, ქუდი ხომ უნდა მოეხადა?!" - ეს ხუმრობები საზოგადოებამ აიტაცა და სოციალურ ქსელში ზაქარიას ვარცხნილობა ერთგვარ გასართობად იქცა.
გასულ ხუთშაბათს "პროფილში"
მაია ასათიანმა ქუცნაშვილის ოჯახი მიიწვია. იდეალური მეუღლის, პოლიტიკოსის და უბრალოდ, ზაქარიას მიმართ ცოლ-შვილს მხოლოდ ერთი პრეტენზია აღმოაჩნდა - რატომ არ იცვლის ზაქარია ვარცხნილობას. ფაქტია, რომ პოლიტიკოსს თავზე იმდენი თმა აქვს, რომ მინიმუმ ხუთ-ექვს მელოტ მამაკაცს გაუნაწილებს და თავზე "კეპკაც" დარჩება.
განაგრძეთ კითხვა: