მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მუსიკოსს მეუღლე _ პოეტი და ექიმი, თამაზ ჩაჩავა, გარდაეცვალა, ხშირად არის დეპრესიაში.
მისმა სტატუსმა ათასობით გულშემატკივარი შეაშფოთა. ფესტივალ „ღამის სერენადების“ დირექტორმა, ლაშა ბაშარულმა, განაცხადა, რომ ქალბატონ ლიანას მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ხშირად აქვს რთული პერიოდები.
- მეუღლის გარდაცვალების გამო, სამწუხაროდ, ქალბატონ ლიანას ხშირად აქვს დეპრესია. უკეთაა ახლა – ხანდახან აქვს ხოლმე ასეთი დეპრესიული შეტევები, როცა ძალიან
თამაზ ჩაჩავა ამ ზაფხულს, 26 აგვისტოს, ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში ბათუმში მიმდინარე კონცერტის დროს შეუძლოდ გახდა. ის გულის შეტევის დიაგნოზით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცოლ-ქმარი 26 აგვისტოს ცონცერტს მოუთმენლად ელოდა, რადგან ამ დღეს თამაზ ჩაჩავას ცოლის აკომპანიმენტით პირველად უნდა ემღერა.
ლიანა ისაკაძემ და თამაზ ჩაჩავამ ერთად 53 წელი იცხოვრეს. მევიოლინე ქმართან ერთად პარიზში ცხოვრობდა და ძალიან დატვირთული რეჟიმით მუშაობდა. მას შემეგ კი რაც ძვირფასი ადამიანი დაკარგა, თბილისიდან არსად წასულა და აღარც კონცერტი გაუმართავს. ამის შესახებ „სარკეს“ ლაშა ბაშარულმა უთხრა:
- ძალიან განიცადა მეუღლის გარდაცვალება და დღემდე განიცდის. ქალბატონ ლიანას არ ჰყავს შვილი და ერთადერთი ადამიანი, რომელიც სულ მის გვერდით იყო, მისი მეუღლე გახლდათ. ბატონი თამაზი შესანიშნავი ადამიანი იყო და ეს მისთვის დღემდე დიდი ტრაგედიაა, ალბათ ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე. როგორც ყველა გენიალური ხელოვანი, ქალბატონი ლიანაც ძალიან მგრძნობიარეა და მისთვის ეს ისეთი ტრაგედიაა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება.
- ამჟამად სად არის ქალბატონი ლიანა?
- თბილისშია. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღარ წასულა პარიზში, სადაც ის ბატონ თამაზთან ერთად ცხოვრობდა. 2-3 წელი ისე გადიოდა, რომ დღე არ იყო, როცა კონცერტი არ ჰქონდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი ჯერჯერობით ყველაფერი პაუზის პროცესშია. იმედია, ასე არ გაგრძელდება.
- ანუ აგვისტოს მერე კონცერტი აღარ ჰქონია?
- რასაკვირველია, არა. ამ ტრაგედიის მერე პარიზში წასვლაც უჭირს. ჩვენ, მის მეგობრებსაც, სწორად მიგვაჩნია, რომ აქ იყოს, რადგან აქ ბევრი ახლობელი მიდის მასთან და...
- რაც შეეხება მის სტატუსს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოება შეაშფოთა, ამის შესახებ რას გვეტყვით?
- ხანდახან ადამიანები ფიქრებს შეჰყვებიან და მძიმე ხდება ცხოვრება... არის მომენტები, რომ ცუდად გრძნობს თავს, მაგრამ გამოვრიცხავ, ასეთი რამ გააკეთოს. მას მერე ბევრჯერ ველაპარაკე და აღარც გაუმეორებია ჩემთან სუბარში მსგვსი რამ. იმავე საღამოსაც ვნახე, ცოტა გავისეირნეთ…
- ბატონ თამაზს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა მანამდე?
- პატარა პრობლემები ჰქონდა, მაგრამ არა – საგანგაშო. რომ გითხრათ, ავადმყოფობდა-მეთქი, ასე არ ყოფილა.
წინა საღამოს ერთად ვივახშმეთ და ბევრ რამეს იხსენებდნენ ერთად ბატონი თამაზი და ქალბატონი ლიანა. ლაშა ჟვანიამ ჰკითხა ბატონ თამაზს რა შეგიყვარდათ ქალბატონ ლიანაშიო და მან შესანიშნავი რაღაც თქვა, შეუძლებელია, ლიანა შეგყვარებოდა მხოლოდ სილამაზით, ან ნიჭიერებით, ან ღიმილით, მე შემიყვარდა მისი მთელი არსებაო.
იმ საღამოს რესტორანში ყველა კერძი მოეწონა და გვითხრა, როგორ ვთქვა, რომ ეს რესტორანი რომელიმე კერძით მომეწონა, ყველაფერი გემრიელია და სწორედ ასე იყო ნახევარი საუკუნის წინაც, ლიანათი მთლიანად აღვფრთოვანდიო.
- ქალბატონი ლიანა რას იხსენებს?
- ამბობს, რომ პარიზში ხშირად სეირნობდნენ ერთად... არ უნდა პარიზში წასვლა, რადგან იმ სახლში, ქუჩაზე, ყველაფერი ქმარს ახსენებს.
რუსუდან ადვაძე
ჟურნალი „სარკე“