იუმორისტი ვანო ჯავახიშვილი რამდენიმე კვირაა ეთერში გამოჩენილა. "ვანოს შოუს" ეთერიდან გაუჩინარების შესახებ, სხვადასხვა მოსაზრებები გაჩნდა, ჭორებს გუშინ ნიკა გვარამიამაც უპასუხა და განაცხადა, რომ იუმორისტის ეთერიდან გაუჩინარების მიზეზი ტვინის მძიმე შერყევაა.
"რეიტინგი" ვანო ჯავახიშვილს დაუკავშირდა:
- ვანო, როგორ ხარ?- კარგად, ნელ-ნელა გამოჯანმრთელებისკენ მივდივარ. ამ კვირაში ვერა, მაგრამ 3 ნოემბერს დავბრუნდები ეთერში. რადგან თავბრუს ხვევები პერიოდულად მაინც მაწუხებს.
- რა შეგემთხვათ, სად მიიღეთ ტვინის შერყევა?- ეს მოხდა "გუდვილის" სალაროსთან. გადაღლილობის გამო, გონება დავკარგე და მივიღე
მძიმე შერყევა. სასწრაფოდ გადამიყვანეს კლინიკაში, ექიმებმა წოლითი რეჟიმი და დასვენება დამინიშნეს. ამიტომ არ ვჩანდი ეთერში.