24 ოქტომბერი, 2017
ქართველი ტყუპი დების ალბომი შესაძლოა, „გრემის“ დაჯილდოვებაზე მოხვდეს
ქართველი ტყუპი დების დუეტი Healer Twins, თავიანთი სადებიუტო ალბომით, შესაძლოა, „გრემის“ დაჯილდოების ორი კატეგორიის ნომინანტთა შორის მოხვდეს. საუბარია კატეგორიებზე: „საუკეთესო დუეტი პერფორმანსი“ და „საუკეთესო ახალი არტისტი“. როგორც ჯგუფის „ფეისბუქ“-გვერდზეა აღნიშნული, ხუთ საუკეთესოს შორის, რომელიც პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების კატეგორიებში აღმოჩნდება, არ არის გამორიცხული, ქართველი დების ნამუშევარიც მოხვდეს, ვინაიდან მათ პროდიუსერს განაცხადი შეტანილი აქვს.

ტყუპი დები ამჟამად ლონდონში ცხოვრობენ. შეგახსენებთ, რომ მათ „Star Wars“-ის ეპიზოდურ როლშიც აქვთ მონაწილეობა მიღებული. მათი სადებიუტო ალბომი ამა წლის 5 სექეტემბერს გამოიცა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS