24 ოქტომბერი, 2017
"არჩევითი საზოგადოების უფლებადამცველი ხარ" - თემურ უგულავას ყოფილი ცოლი ბაია პატარაიას უპირისპირდება
უფლებადამცველი ბაია პატარაია და ბიზნესმენ თემურ უგულავას, პირველი ცოლი, თეო ფერაძე სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

თეო ფერაძის გაღიზიანება პატარაიას პოსტმა გამოიწვია, რომელიც ლიკა ქავჟარაძის მიმართ, საზოგადოების დამოკიდებულებაზე წერდა.

ბაია პატარაიამ აღშფოთებულ საზოგადოებას სოციალურ ქსელში დურაკი უწოდა.

ამ კომენტარს გამოეხმაურა თეო ფერაძე: უფლებადამცველს რა უფლება გაქვს, ნებისმიერ საზოგადოებას დურაკი უწოდო. ვის უფლებებს იცავ ზოგადად, საზოგადოების ნებისმიერი წევრის არა?! არჩევითი საზოგადოების უფლებადამცველი ხარ?

დურაკი საზოგადოების წევრს რომ დასჭირდე არ დაიცავ? ან დაიცავ და თან იდიოტად თვლი? შენ
თუ იდიოტს უწოდებ ვისგან იცავ? ვაი ჩვენს პატრონს შენნაირების ხელში, ლიკას სახელის ხსენებას ნურც ბედავ"-დაწერა თეო ფერაძემ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS