24 ოქტომბერი, 2017
რას ჰყვება მაია ასათიანის და ნანუკა ჟორჟოლიანის ფსიქიატრი ტელეწამყვანების მძიმე პერიოდის შესახებ
სტრესისგან, დეპრესიისგან და ცხოვრებისეული სირთულეებისგან დაზღვეული არავინ არის. მათ შორის არც ცნობილი ადამიანები. ალბათ ცოტა ადამიანმა იცის იმის შესახებ, ვინ დაეხმარა ტელეწამყვან მაია ასათიანს, მისი შვილის ნუცა მახვილაძის გარდაცვალების შემდეგ ფსიქოლოგიურად.

მაია სიხარულიძე სატელევიზიო ეთერს დაუბრუნდა და ამის გამო, ხალხმა არაერთხელ გააკრიტიკა, თუმცა, ბუნებრივია ტრაგედია, რომელიც მოხდა მის გულში მოუშუშებელ ტკივილად დარჩება.

მაიამ დახმარებისთვის ფსიქიატრ გუგა სიხარულიძეს მიმართა. რომელიც ჟურნალ "თბილისელებთან" საუბარში აცხადებს, რომ ტელეწამყვანი ძლიერი პიროვნებაა.

"როდესაც ოჯახში ტრაგედია ხდება, ადამიანებმა თავი არ უნდა
აარიდონ ამაზე საუბარს. გულში კი არ უნდა ჩაიკლან, პირიქით ილაპარაკონ, მოიგონონ ის ადამიანი. თუმცა ყველაფერს სჭირდება ზომიერება, მათ შორის ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში, სტრესში და ემოციების მართვაში. მაია ძალიან ძლიერია და მან ეს ყველაფერი სწორად გააკეთა. ყველაფერი მისი დამსახურებაა"-აცხადებს გუგა სიხარულიძე.

როგორც ინტერვიუდან ირკვევა, სიხარულიძის დახმარება ერთ დროს ნანუკა ჟორჟოლიანსაც დასჭირდა. თუმცა რატომ ამაზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.

"ყველანი ადამიანები ვართ, შესაბამისად არავინ არის გამონაკლისი. ყველას შეიძლება დაემართოს ნევროზი, დეპრესია, ნებისმიერი ფსიქიკური პრობლემა. რაც მთავარია ეს არ არის სირცხვილი, სისუსტე. ყველა ადამიანს აქვს პრობლემა, სტრესი და მას სჭირდება მკურნალობა".

ჟურნალი "თბილისელები"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
როცა იმდენად სუსტი ხაარ რომ თავად არ შეგიზლია და ფსიქიატრს მიმართავ მაშინ ხალხთან რა გესაქმება
.............
14:08 / 24-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS