24 ოქტომბერი, 2017
"მინდა რუსეთს საკუთარი თავი ვაჩვენო" - ქართველი მოცეკვავე რუსებმა უნიკალურად შეაფასეს
მოცეკვავე თეონა წიწაკიშვილმა ქართულ აუდიტორიას თავი პროექტ „შენ შეგიძლია ცეკვიდან „ დაამახსოვრა. ის ამჯერად ქვეყნის ფარგლებს გასცდა და პროექტის რუსულ ანალოგში იღებს მონაწილეობას. თეონა „ТАНЦЫ-ის“ მე-4 სეზონის კონკურსანტია.

თეონა წიწაკიშვილი : მე საქართველოდან ჩამოვედი, იმიტომ რომ მინდა მივიღო ძალიან დიდი გამოცდილება და განვითარდე.

მინდა რუსეთს თავი ვაჩვენო, როგორი წარმოგიდგენიათ თქვენ ქართველი გოგო ? აი არიან ასეთებიც და ისეთებიც.

შეიძლება დაგინახოს 70 წლის ქალმა და თქვას : აი შეხედეთ რა აცვია. როდესაც თქვენს პირველ სეზონს ვუყურე
ჩემი ოცნება იყო თქვენთან მოვხვედრილიყავი-განუცხადა რუს ჟურნალისტებს მოცეკვავემ.

თეონამ პრე ქასთინგი გაიარა. ჟიურიმ ის უნივერსალურ მოცეკვავედ შეაფასა და შესაბამისად პროექტში მონაწილეობას აგრძელებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS