- დათო, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, ''ღამის შოუს'' სტუდიის წევრებს და მამუკა ღლონტს ერთად გაქვთ გადაღებული. ''ღამის შოუს'' სტუდია ''მაესტროზე'' გადავიდა?
- ''ღამის შოუს''
- რა ბედი ეწევა ''ღამის შოუს'' იმ პროექტებს, რომელიც ''იმედზე'' გადის?
- ჩვენი ოთხი გადაცემა გადის ''იმედზე''. ''ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან'' ერთად, სერიალი ''ჩვენი ამბავი'' ანეგდოტები ''რომ გადახვალ გააჩერე'' და ''კაცების შოუ''. ''იმედის'' და ჩვენი კონტრაქტი ამ გადაცემების იანვრის თვეში გამეორებებსაც მოიცავს. თუ ''იმედი'' თვითონ გადაწყვეტს, რომ ახალი სეზონიდან ამ გადაცემებიდან რომელიმე აღარ უნდა, მაშინ რა თქმა უნდა, ამ პროექტებს ავიღებთ და წავიღებთ სხვა არხზე. ეს შეიძლება იყოს ''რუსთავი 2'', შეიძლება იყოს ''საზოგადოებრივი მაუწყებელი'' და ა.შ. ჯერჯერობით ''ღამის შოუს'' სტუდია ამ პროდუქციას ''იმედისთვის'' ქმნის. თუ ''იმედი'' ამ გადაცემებს დახურავს, ყველანაირი უფლება გვაქვს, ეს პროექტები ავიღოთ და სხვაგან წავიღოთ.
- ''ტვ 11'' როდის გავა ეთეში?
- გვინდა, იანვრის ბოლოს გავიდეთ ეთერში. დაახლოებით ერთი წელია ამ პროექტებზე ვმუშაობთ და თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს. გუშინ სარეკლამო კომპანიებთან გვქონდა ჩვენი გადაცემების პრეზენტაცია. გადაცემებიდან, რომელიც ''ტვ 11''-ის ეთერში გავა, ნაწყვეტები ვაჩვენეთ და ძალიან კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ საერთო მოწონება დაიმსახურა.
- თქვენს არხზე საინფორმაციო გადაცემაც იქნება?
- მე საინფორმაციოს როგორ გავაკეთებ? გასართობი გადაცემები იქნება. არხზე არ იქნება ტრადიციული ერთსაათიანი გადაცემები. ოცდაათი სხვადასხვა მიმართულება გვაქვს აღებული. არხზე შეიძლება გავიდეს, მუსიკალური ნომერი, ოღონდ ჩვენივე გადაღებული, შეიძლება გავიდეს მინი სერიალი. მაგალითად გვაქვს გადაღებული სამწუთიანი სერიალი. გვექნება იუმორისტული ნომრებიც. მოკლედ, ცოტა სხვა კონეფციის არხი იქნება.
- საინფორმაციო გამოშვებები, რომელიც ''მაესტრო 24''-ზე გადის, არხზე აღარ გავა?
- ''მაესტრო 24''-ის სიხშირეზე იანვრის ბოლოდან სულ ჩვენი გადაცემები გავა. შეიძლება, ღამე გაუშვან საინფორმაციო კოლაჟები, ეს ჯერ ზუსტად არ ვიცი. მაგრამ დღის განმავლობაში არხზე იქნება მხოლოდ ''ტვ 11''-ის პროდუქცია.
- იგეგმება თუ არა, რომ შენც იყო ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი? წლებია, ეკრანზე აღარ გამოჩენილხარ.
- ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ''ღამის შოუს'' სტუდიის გენერალური მენეჯერობა. იმდენ დროს მოითხოვს, რომ გადაცემის მომზადებისთვის დრო აღარ დამრჩება და მეორეც, ვგრძნობ, რომ არხის მმართველობაში უფრო საჭირო ვარ, ვიდრე გადაცემის მომზადებაში.
- ''ტვ 11''-ის გენერალური დირექტორი შენ იქნები?
- ''ტვ 11'' არის ''ღამის შოუს'' სტუდიის არხი. არხის დირექტორი იქნება ''ღამის შოუს'' სტუდია, რომელიც აკეთებს არხსაც და ტელეპროექტებსაც. ამიტომ არხს გამოყოფილად დირექტორი არ ეყოლება.
- შეგიძლია, გვითხრა, წილები როგორ გადანაწილდა ''ღამის შოუს'' სტუდიასა და ''მაესტროს'' შორის?
- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ''მაესტროს'' სიხშირეა და ჩვენ ვაკეთებთ პროდუქტს. სარეკლამოდან შემოსული თანხა გაიყოფა. კომერციული საიდუმლოების გაცემა კი, მგონი, არ შემიძლია.
მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















