სულ ცოტა ხნის წინ, ზანგურმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველაფრის მიუხედავად ის და მისი მეუღლე, გვანცა წულეისკირი ისევ ერთად არიან. როგორც მსახიობმა "თბილისელებთან" საუბარში აღნიშნა, წყვილს შორის გაუგებრობა იყო და ეს სტატუსიც ამიტომ
- რაღაცეების არ ესმოდა და მე გავუგე ამაში. ბავშვები გავაჩინეთ, იცი როგორ? თერთმეტი თვეა განსხვავება ბუსასა და მარიამს შორის. ამ ფსიქოლოგიურ სტრესს ზემოდან კიდევ დაემატა ჩემი ატანის სტრესი. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეს აბსოლუტურად ყველანაირ კომფორტს ვუქმნი იმისთვის, რომ თავი ღირსეულ ქალად იგრძნოს, რომელსაც გვერდით კაცი ჰყავს. რაღაცები ვერ გაიგო კარგად. მაგრამ, რომ ვაჩვენე, ასე რატომ შეიძლება იყოს, ძალიან ბედნიერად იგრძნო თავი. თურმე, რა მარტივი ყოფილა, აბსოლუტურად ყველაფერს ჰკრა ხელი, იყო იმ ადამიანთან და უთხრა: მიყვარხარ შვილებზე მეტად. ეს არის ყველაზე მაგარი რამ.
- რა სჭირდება ქალს იმისთვის, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი?
- ქალს სჭირდება ერთადერთი რამ _ იცოდეს, რომ ის არის შენთვის ერთადერთი ქალი. გვანცა ეჭვიანობდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ არ არის პრობლემა, თუ სხვაზე გადავერთე, ეს შემიძლია, პირდაპირ ვუთხრა მას.
ღალატი ჩემთვის მიუღებელია, ჩემი მთლიანი არსება აგებულია ერთგულებაზე, თუნდაც: მეგობრის, მეუღლის, უფლის, რწმენის, ჩემი ნივთის, ჩემი ტანსაცმლის, ჩემი ოთახის, ჩემი ბალიშისა და საბნის. არ შემიძლია, ვუღალატო და ასე მივაგდო რაღაც და მით უმეტეს, ასე არ მოვექცევი მეუღლეს. შვილების დედას, იმას ვერ გავუკეთებ, წავიდე და ბედნიერი წამოვგორდე, მერე კი ჩავხედო თვალებში. არ შემიძლია სექსი, თუ არ მიყვარს. არ გამომდის, როგორც გინდათ, ისე გამიგეთ.
ეს მართლა ყველა მეუღლემ იცოდა. ამ მხრივ ეჭვიანობა არასდროს ყოფილა – სად იყავ და ასე შემდეგ. თუმცა, პატარა ჩხუბები რომ არის და მიდიან, მერე უჩნდება ყველას კითხვა: როგორ შეგიძლია, ასე დაიკიდო ყველაფერი? იმიტომ, რომ როგორც დიდი სიყვარული შემიძლია, ისე შემიძლია, წერტილის დასმა თუ გული მეტკინა. იმ ადამიანთან, ვისთანაც ვარ, ისე ბოლომდე ვარ გადართული, რომ კაგად და ბედნიერად იყოს, მერე უკვე პატარა გულისტკენაც ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, ამიტომ, წერტილის დასმაც ადვილია.
- მგონია, რომ აზიატი ქმარი ხარ?
- კი, აზიატი ქმარი ვარ და მოსწონს ეს ჩემს მეუღლეს. აბა რა, ევროპელები ვართ? აზიელები ვართ და რით ჩამორჩება აზია ევროპას? აზიური კულტურა ევროპულზე ათასჯერ უფრო გემოვნებიანად აღიქმება. ბევრია შექმნილი აზიურ კულტურაში _ სექსუალური კულტურა, ნარკოტიკით თრობის კულტურა, პოეზია, მწერლობა. მე მირჩევნია, ვიყო აზიელი და აზიატი ქმარი, ვიდრე – ევროპელი მუსიე. რას ნიშნავს გენდერი? ვერანაირად ვერ იქნება ჩემნაირად ჩემი ცოლი, ვერ მოიქცევა ჩემსავით, იმიტომ რომ, მე არ "დამევასება", ჩემსავით ილაპარაკოს ჩემმა ცოლმა: ქუჩაში გავიდე და ჩემი ცოლი ვიღაცას უტყაპუნებდეს და "ფეისბუქზე" ისეთ პოსტებს წერდეს, როგორსაც მე. მაშინ ის არ იქნება ჩემი ცოლი, მე არ მომწონს ასეთი ქალები. მე მომწონს სასურველი გოგო სუნამოს სუნით კი არა, ქალის სურნელი რომ ასდის _ მოფერება, სექსი, კოცნა რომ მოგინდება. თუ გენდერულად სწორია და შემორტყმა მოგინდა, ასე არ გამოვა. თუ გინდა თანასწორი კაცი, პრობლემა არ არის, არიან კაცები და დაუდექით მათ გვერდზე, როგორც თანასწორი.
ხათუნა კორთხონჯია
ჟურნალი "თბილისელები"