20 ოქტომბერი, 2017
"არ ვიცოდი არც მისი სუნი, არც სიმძიმე, არც ხმა..." - გუკა რჩეულიშვილი ციხეში გატარებულ დღეებს იხსენებს
გუკა რჩეულიშვილმა ციხეში გატარებულ დღეებზე ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა.

"ციხეში რეალურად მივხვდი თავისუფლება რა არის. სანამ ადამიანი ციხეში მოხვდება, თავისუფლება ჰგონია რაღაც მოცემულობა რომელიც შენია. რეალურად რასაც ვერავინ წაგართმევს, ეს შინაგანი თავისუფლებაა, თორემ არის თავისუფლება რომელსაც წაგართმევენ.

მაგრამ ესეც საინტერესოა. როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები და ძალიან ბევრი დრო გაქვს თავი შეიცნო. იმდენი ვწერე, რამდენიმე წიგნის მასალა მაქვს. ციხეში დავარქვი ბავშვს თრინითი. ეს სახელი ნიშნავს სამებას. მე ჩემს ფილოსოფიურ რაღაცებს ვწერ და ვაპირებ გამოქვეყნებას. ძალიან უცნაურია,
როცა შვილი გიჩნდება ციხეში. მე თრინითის მხოლოდ ერთი ფოტო მქონდა ნანახი, არ ვიცოდი არც მისი სუნი, არც სიმძიმე, არც ხმა..."- აცხადებს რჩეულიშვილი.

რაც შეეხება საქმეს, რომლის გამოც ის და მისი ოჯახის ორი წევრი დააკავეს, გუკა რჩეულიშვილი აცხადებს, რომ ეს შეცდომების ბრალი იყო.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS