პროექტი პოპულარული შოუს "american idol"-ის ქართული ვარიანტია, რომელიც ქართულ სატელევიზიო სივრცეში "ჩვენ ვარსკვლავები ვართ" სახელწოდებით გავა.
გადაცემის პრომო სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა და აშკარაა, რომ მას აშკარად დიდი ინტერესით ელოდება მაყურებელი. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჟიურის და წამყვანების ვინაობა.
"რეიტინგისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ გადაცემის წამყვანები ლიკა ქორქია და ბახვა ბრეგვაძე იქნებიან.
ლიკას და ბახვას მეგობრობის გარდა, თანამშრომლობის დიდი გამოცდილებაც აქვთ.
მეგა-შოუ "იმედის" ეთერში 27 ოქტომბრიდან დაიწყება.