19 ოქტომბერი, 2017
ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში მსჯავრდებულთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა
ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში მსჯავრდებულ ლევან მექვაბიშვილთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა და პატიმრობის ვადა შეუმცირა.

როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოდან "ნეტგაზეთს" უთხრეს, საპროცესო შეთანხმების მიხედვით მექვაბიშვილს შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან 4 წელი პირობითი მსჯავრი, ხოლო 3 წლით - პატიმრობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის მაისში მიიღო. მექვაბიშვილს 12 წლით ჰქონდა პატიმრობა მისჯილი.

ალექსი პეტრიაშვილს 2016 წლის 26 თებერვალს თბილისში, საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. იგი საავადმყოფოდან 8 მარტს
გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის გამოძიებას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აწარმოებდა (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით).
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS