23 დეკემბერი, 2013
სანდრო კაკულია წიგნს გამოსცემს
სურვილი აქვს, ყურადღება გარდა ტელესერიალისა, სხვა რამეზე გადაიტანოს, მათ შორის, თავის წიგნზე, მოთხრობების პირველ კრებულზე, რომლის გამოცემასაც 2-3 თვეში აპირებს ვინც აქამდე არ იცოდით, გეტყვით, რომ ''ჩემი ცოლის დაქალების'' სანდრექსა გარდა ამ როლისა, უამრავი სხვა საქმითაც არის დაკავებული, ლუდის ფესტივალების მოწყობით, სარეკლამო ბიზნესში მუშაობით.

აქვს ინტერესის უამრავი სფერო, მათ შორისაა, შეიძლება გაგიკვირდეთ და, მოთხრობების წერაც. სანდროს ამას წინათ ინტერვიუზე შევეხმიანეთ და უარი გვითხრა იმ მიზეზით, რომ მცირე ხნით პრესისგან ისვენებს.

სურვილი აქვს, ყურადღება გარდა ტელესერიალისა, სხვა
რამეზე გადაიტანოს, მათ შორის, თავის წიგნზე, მოთხრობების პირველ კრებულზე, რომლის გამოცემასაც 2-3 თვეში აპირებს. წიგნში შევა როგორც ძველი, ისე ახალი მოთხრობები.

დავინტერესდი, სადმე თუ დაბეჭდილა ამ დრომდე მისი მოთხრობები, თუმცა, როგორც მსახიობმა მითხრა, ჯერჯერობით არსად გამოქვეყნებულა. ასე რომ, რამდენიმე თვეში სანდროს თაყვანისმცემლებს საშუალება ექნებათ, უფრო ახლოს გაიცნონ მსახიობი, ოღონდ სრულიად სხვა, მწერლის კუთხით.

როგორც მსახიობი ამბობს, სანამ სერიალში დაიწყებდა მონაწილეობას, მანამდე საკმაოდ ბევრი ადამიანი სწორედ ამ მხრივ იცნობდა. ეს ისეთი დანანებით მითხრა, რომ აშკარაა, საკუთარი მოთხრობები ძალიან ეძვირფასება. ''იყო დრო, როცა ასე მიცნობდნენ'', - აღნიშნა საუბრისას სანდრომ.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
კალანდაძე
ეს ბიჭი ლექსებსაც წერს?:) მე მისი მოთხრობა ,,ჩემი ყრუ-მუნჯი მადლენი'' წამიკითხავს...
23:22 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ელე
ძალიან მომწონს ამ ბიჭის როლი, საყვარელი პერსონაჟია. იმედია, რეალურადაც არ ჩამოუვარდება თავის სანდრექსას :D
16:13 / 26-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
სანდრექს ვგიჟდები შენზე. ეხლა შენს პოეტობაზე რომ გავიგე მივხვდი, რომ რომანტიკული ადამიანი იქნები და უფრო ამაღლდი ჩემს თვალში: მიხარია შენი სერიალში გამოჩენა... სულ მინდა ჩანდე ეკრანზე რადგან ვიზუალურად ძაან მომწონხარ! შენს წიგნს აუცილებლად შევიძენ, უკვე ველოდები არ დააგვიანოოოოოო???..... გისურვებ წარმატებებს!--- ცხოვრებაში, საქმიანობაში, კარიერაში...გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე............
01:16 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS