„მისი ბგერა მოსაუბრეა, მისი ტექნიკა უზადო და ფაქიზი“ სოფლიოს პიანისტთა ელიტის უმაღლეს საფეხურზე მყოფი ვალერიან შიუკაშვილი, თითოეულ ბგერას ემოციურ ფოიერვერკად აქცევს.
ვალერიან შიუკაშვილი დღემდე მოცარტის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებად ითვლება.
რესტორან „ბუდა ბარში“ გაქვთ შესაძლებლობა მოუსმიოთ საფორტეპიანო ვარსკვლავს, ვალერიან შიუკაშვილს, ადამიანს, რომელიც თავისი შემოქმედებით მიღებული დივიდენდებით 200-ზე მეტ ქართველ ბავშვს აძლევს შანსს გახდეს
ვალერიან შიუკაშვილი ერთ-ერთი იმ ხელოვანთაგანია, რომელმაც საქართველოს სახელი მსოფლიო არენაზე გაიტანა. იგი არის ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრის სოლისტი, საერთაშორისო პროგრამა „ახალი სახელების“ ლაურეატი და სხვა მრავალ მუსიკალურ ფესტივალსა და კონკურსში გამარჯვებული პიანისტი.
1998 წელს მას ისრაელის საერთაშორისო ფესტივალის პირველი პრემია მიენიჭა, 2001 წელს კი რუსეთში ჩატარებულ მარია იუდინას სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გრანპრის მფლობელი გახდა. იგი ასევე არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.
ვალერიან შიუკაშვილი რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და არის მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი. ამჟამად, ვალერიანი არის ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების დამაარსებელი, გენერალური დირექტორი და ხელოვნების აკადემიის ფარგლებში ხელს უწყობს მომავალი თაობის მუსიკალურ აღზრდას.
მისი ჩანაწერები აგრეთვე გამოცემულია CD ფორმატში.