- თქვენ აიღეთ ინტერვიუ ბორის ბედიასგან?
- დიახ.
- ვფიქრობ, უნდა გადაგემოწმებინათ ჩემთანაც, ვიყავი თუ არა ''მისი ქალი''.
- უმჯობესია, საყვედურები თქვენს მეგობარს უთხრათ, ის დავწერე, რაც ბორისმა მითხრა.
- საყვედურს არ გეუბნებით. უბრალოდ სურვილი მქონდა, მეც მეთქვა რამდენიმე სიტყვა.
- სიამოვნებით მოგისმენთ... როგორც მივხვდი, ბორისის ინტერვიუმ გაგაღიზიანათ.
- გამაღიზიანა, რადგან ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და მისი ქალი არ ვარ!''
- რისი თქმა გინდათ, ბორისმა იცრუა?
- თუ იმას ჩავთვლით, რომ მე და ბორისს რვათვიანი ურთიერთობა არ გვქონია და მხოლოდ მეგობრული შეხვედრებით შემოვიფარგლებოდით, ასე გამოდის. ბორისი ძალიან კარგი ადამიანია, მოგვწონს ერთად სიმღერა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შეყვარებულია ქალებზე, რატომაც არა....
- არ მეთანხმებით, რომ ვიდეოში, რომელიც ბორისმა თავის ''ფეისბუქზე'' დადო, უფრო მეტი გრძნობაა, ვიდრე მეგობრობა?
- მას ეს ძალიან მოსწონს, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. დამერწმუნეთ, ყველა მანდილოსანს ესიამოვნება, როდესაც სიმღერას უძღვნიან.
- როგორც ჩანს, ფლირტი მაინც არის თქვენს შორის...
- ასე არ ვიტყოდი, შეყვარებული ვარ, ოღონდ სხვაზე. ბორისი კი მხოლოდ ჩემი მეგობარია. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი.
- როგორ გგონიათ, რაში დასჭირდა ბორისს ტყულის თქმა?
- ალბათ ყურადღების მისაქცევად.
- მაშ თქვენი ვერსია მიამბეთ, როგორ გაიცანით და რამდენხნიანი მეგობრობა გაკავშირებთ მასთან?
- დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, რესტორანში გავიცანით ერთმანეთი. ვაღიარებ, კარგად მღერის.
- ამ ინციდენტმა თქვენს მეგობრობას ხელი შეუშალა? მასთან გადაღებული ფოტოებიც აღარ გიდევთ ''ფეისბუქზე''. იკამათეთ?
- ვიკამათეთ (იღიმება). რაც შეეხება ფოტოებს, ვთხოვე, წაეშალა... ვიმეორებ, უსაყვარლესი ადამიანი მყავს გვერდით, ძალიან ბედნიერი ვარ და არ მინდა ვინმემ, ან რამემ ხელი შეუშალოს ჩვენს ურთიერთობას.
იხილეთ ასევე - ვინ არის ბორის ბედიას რჩეული
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















