23 დეკემბერი, 2013
სკანდალი!!! - ''ბორის ბედია ტყუის, მისი ქალი არ ვარ''!
დამერწმუნეთ, ყველა მანდილოსანს ესიამოვნება, როდესაც სიმღერას უძღვნიან რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა ბორის ბედიამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ახალი ფოტოები და ვიდეო ატვირთა, სადაც ვინმე თამარელა ქაჩიბაიასთან ერთად იყო გადაღებული. როდესაც გოგონას ვინაობით დავინტერედით, ''ჩემი ქალიაო'' - ასეთი პასუხი გაგვცა. რვა თვეა ერთად ვართ და ერთმანეთს ყველაფერში ვუგებთო. ეს ბლიცინტერვიუ ბორის ბედიასთან ჩვენ საიტზე გამოქვეყნდა. მეორე დღეს თამარელა დაგვიკავშირდა.

- თქვენ აიღეთ ინტერვიუ ბორის ბედიასგან?
- დიახ.
- ვფიქრობ, უნდა გადაგემოწმებინათ ჩემთანაც, ვიყავი თუ არა ''მისი ქალი''.
არც ცნობილი სახე გახლავართ და არც მომღერალი. უბრალოდ არ ჟღერს ლამაზად.
- უმჯობესია, საყვედურები თქვენს მეგობარს უთხრათ, ის დავწერე, რაც ბორისმა მითხრა.
- საყვედურს არ გეუბნებით. უბრალოდ სურვილი მქონდა, მეც მეთქვა რამდენიმე სიტყვა.
- სიამოვნებით მოგისმენთ... როგორც მივხვდი, ბორისის ინტერვიუმ გაგაღიზიანათ.
- გამაღიზიანა, რადგან ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და მისი ქალი არ ვარ!''
- რისი თქმა გინდათ, ბორისმა იცრუა?
- თუ იმას ჩავთვლით, რომ მე და ბორისს რვათვიანი ურთიერთობა არ გვქონია და მხოლოდ მეგობრული შეხვედრებით შემოვიფარგლებოდით, ასე გამოდის. ბორისი ძალიან კარგი ადამიანია, მოგვწონს ერთად სიმღერა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შეყვარებულია ქალებზე, რატომაც არა....
- არ მეთანხმებით, რომ ვიდეოში, რომელიც ბორისმა თავის ''ფეისბუქზე'' დადო, უფრო მეტი გრძნობაა, ვიდრე მეგობრობა?
- მას ეს ძალიან მოსწონს, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. დამერწმუნეთ, ყველა მანდილოსანს ესიამოვნება, როდესაც სიმღერას უძღვნიან.
- როგორც ჩანს, ფლირტი მაინც არის თქვენს შორის...
- ასე არ ვიტყოდი, შეყვარებული ვარ, ოღონდ სხვაზე. ბორისი კი მხოლოდ ჩემი მეგობარია. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი.
- როგორ გგონიათ, რაში დასჭირდა ბორისს ტყულის თქმა?
- ალბათ ყურადღების მისაქცევად.
- მაშ თქვენი ვერსია მიამბეთ, როგორ გაიცანით და რამდენხნიანი მეგობრობა გაკავშირებთ მასთან?
- დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, რესტორანში გავიცანით ერთმანეთი. ვაღიარებ, კარგად მღერის.
- ამ ინციდენტმა თქვენს მეგობრობას ხელი შეუშალა? მასთან გადაღებული ფოტოებიც აღარ გიდევთ ''ფეისბუქზე''. იკამათეთ?
- ვიკამათეთ (იღიმება). რაც შეეხება ფოტოებს, ვთხოვე, წაეშალა... ვიმეორებ, უსაყვარლესი ადამიანი მყავს გვერდით, ძალიან ბედნიერი ვარ და არ მინდა ვინმემ, ან რამემ ხელი შეუშალოს ჩვენს ურთიერთობას.

იხილეთ ასევე - ვინ არის ბორის ბედიას რჩეული

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
დათო
ძალიან კარგი გოგო ხარ! გენაცვალეეე გულშიიი
20:01 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
თამარი როგორც ცანს ძალიან კარგი გოგონა ყოფილა! თქვენ კი შურიანებო საკუთარ თავს მიხედეთ...
20:00 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ტამარი
გაიკეტა ტამარელამ რეკლამა!!!!????
19:58 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
...
ვაა ეს სიგოიმე ყველაზე საშიში რამ არის, ორივე და–ძმა იშვიათი გოიმები იყვნენ და ოდნავი საშუალება მიეცათ თუ არა გაცხოველდნენ.. მოკლედ არანაირი ნიჭი და მონაცემი არ ღირს არაფრად თუ ადამიანი ასეთი გოიმია რა
18:34 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბებე
როგორ მეცოდებაა ის შენი ახალი პაკლოვნიკი.. აშკარად ბედი არ წყალობს ქალებში :)
17:46 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ოე ჯურნალისტ :)))
ვიკამათეთ (იღიმება) ეს ტელეფომში დაინახეთ?:))))))))))))))))))))
16:40 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
ხო, ზედმეტად ცობილი : ))))
16:33 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
რა თქვა ეხლა ამ ქალმა .
15:39 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარ!
ისე შენც კარგი ''ნაგულავები'' ხარ და არ გინდა :D შენს გულში ჩაიხედე. რუსთაველი ცნობილი თამარელა :D
15:27 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
maia
ხოდა ღირსი ხარ რაც თქვა თავმოყვარე ქალი პასუხს მოსთხოვდა თუ შენც გესიამოვნა დალოცვილო რაღას აპროტესტებ
15:27 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS