23 დეკემბერი, 2013
სკანდალი!!! - ''ბორის ბედია ტყუის, მისი ქალი არ ვარ''!
დამერწმუნეთ, ყველა მანდილოსანს ესიამოვნება, როდესაც სიმღერას უძღვნიან რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა ბორის ბედიამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ახალი ფოტოები და ვიდეო ატვირთა, სადაც ვინმე თამარელა ქაჩიბაიასთან ერთად იყო გადაღებული. როდესაც გოგონას ვინაობით დავინტერედით, ''ჩემი ქალიაო'' - ასეთი პასუხი გაგვცა. რვა თვეა ერთად ვართ და ერთმანეთს ყველაფერში ვუგებთო. ეს ბლიცინტერვიუ ბორის ბედიასთან ჩვენ საიტზე გამოქვეყნდა. მეორე დღეს თამარელა დაგვიკავშირდა.

- თქვენ აიღეთ ინტერვიუ ბორის ბედიასგან?
- დიახ.
- ვფიქრობ, უნდა გადაგემოწმებინათ ჩემთანაც, ვიყავი თუ არა ''მისი ქალი''.
არც ცნობილი სახე გახლავართ და არც მომღერალი. უბრალოდ არ ჟღერს ლამაზად.
- უმჯობესია, საყვედურები თქვენს მეგობარს უთხრათ, ის დავწერე, რაც ბორისმა მითხრა.
- საყვედურს არ გეუბნებით. უბრალოდ სურვილი მქონდა, მეც მეთქვა რამდენიმე სიტყვა.
- სიამოვნებით მოგისმენთ... როგორც მივხვდი, ბორისის ინტერვიუმ გაგაღიზიანათ.
- გამაღიზიანა, რადგან ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და მისი ქალი არ ვარ!''
- რისი თქმა გინდათ, ბორისმა იცრუა?
- თუ იმას ჩავთვლით, რომ მე და ბორისს რვათვიანი ურთიერთობა არ გვქონია და მხოლოდ მეგობრული შეხვედრებით შემოვიფარგლებოდით, ასე გამოდის. ბორისი ძალიან კარგი ადამიანია, მოგვწონს ერთად სიმღერა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შეყვარებულია ქალებზე, რატომაც არა....
- არ მეთანხმებით, რომ ვიდეოში, რომელიც ბორისმა თავის ''ფეისბუქზე'' დადო, უფრო მეტი გრძნობაა, ვიდრე მეგობრობა?
- მას ეს ძალიან მოსწონს, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. დამერწმუნეთ, ყველა მანდილოსანს ესიამოვნება, როდესაც სიმღერას უძღვნიან.
- როგორც ჩანს, ფლირტი მაინც არის თქვენს შორის...
- ასე არ ვიტყოდი, შეყვარებული ვარ, ოღონდ სხვაზე. ბორისი კი მხოლოდ ჩემი მეგობარია. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი.
- როგორ გგონიათ, რაში დასჭირდა ბორისს ტყულის თქმა?
- ალბათ ყურადღების მისაქცევად.
- მაშ თქვენი ვერსია მიამბეთ, როგორ გაიცანით და რამდენხნიანი მეგობრობა გაკავშირებთ მასთან?
- დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, რესტორანში გავიცანით ერთმანეთი. ვაღიარებ, კარგად მღერის.
- ამ ინციდენტმა თქვენს მეგობრობას ხელი შეუშალა? მასთან გადაღებული ფოტოებიც აღარ გიდევთ ''ფეისბუქზე''. იკამათეთ?
- ვიკამათეთ (იღიმება). რაც შეეხება ფოტოებს, ვთხოვე, წაეშალა... ვიმეორებ, უსაყვარლესი ადამიანი მყავს გვერდით, ძალიან ბედნიერი ვარ და არ მინდა ვინმემ, ან რამემ ხელი შეუშალოს ჩვენს ურთიერთობას.

იხილეთ ასევე - ვინ არის ბორის ბედიას რჩეული

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ნინაააა
რაც შეეხება ამ გოგოს რუსთაველობას , რუსთავში ცხოვრობდა რცოტახანი და შენ შკარად ბორის ბედიას პირადი უფასო პიარ მენეჯერი ხარ და ძალიან წუხარ მის უბადრუკ პიარზე
16:31 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ბორისმა თავის 2 უკრაინელ ცოლს და 2 შვილს მიხედოს აჯობებს.
16:13 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინიკო
ამ გოგონას შეყვარებული ყოლია და ბედნიერია როგორც ჩანს. აი ენ კი ბორის რა გეშველებაააააააააააააააა
16:02 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
რა მაგრად აკლია ორივე და -ძმას...ადამიანობის ნასახი არ აქვთ...საცოდავი დედამისი..ძნელია უღირსი შვილების მშობლობა,არადა ვიცი მამა მაგარი ადამიანი ყავდათ..აცხონოს ღმერთმა ,ესენი კი უტვინოები ყოფილან რა...
14:06 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ოე ჯურნალისტის გასაგონად!
ჯერ ერთო ჯურნალისტი ჟ-თი იწერება და მეოერც, სიტყვა დაკავშირება მხოლოდ სატალეფონოს არ გულისხმობს. რესპონდეტმა ფეისბუქზე მომწერა. ამ საიტს სმაილები აქვს, ღიმილის, სიცილის, ტორილის და ა.შ. რითიც განწობას გამოხატავენ ადამიანები.
10:04 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
...
როგორიც არ უნდა იყოს ქალი, თუ ის შენს გვერდითაა და ამბობ რომ შეიძლება ის შენი ბედია, როგორ შეიძლება ის ასე აგდებულად მოიხსენიო ?! ცოლად რომ მიყვანს, მერე რას უტყვის, ეს ის ქალია, რომელიც ჩემი ქალი იყო ადრეო ?:დ სიმდაბლეა ასეთი საქციელი კაცისგან და მეტი არაფერი, გაუკვირდა ალბათ ასეთი ლამაზი გოგო მის გვერდით. ქართველი კრეტინი კაცები როდის მიხვდებიან ქალის დაფასებას და როდის მოეშვებიან ,, მარიაჟობას'' ?:D
01:58 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ტყუ
სად თქვენ ლამაზო და სად ბედია ეგ უნიჭო ეგ
01:17 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
არ არის გასაკვირი იმ კაცისგან,რომელმაც ელემენტარული გამოცდები ვერ ჩააბარა და ამ დროს ლა სკალაზე ჰქონდა პრეტენზია. მარტო პირის გაღება არ არის საკმარისი.ორღობის მომღერლები არიან მეტი არაფერი
20:44 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუკი
სასაცილოა , ბორისი ხმას რომ ამოირებს საერთოდ ქალთან ურთიერთობაზე.
20:06 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
შოოოო
ბედიები იმსახურებეეეენ !!!
20:02 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS