23 დეკემბერი, 2013
სკანდალი!!! - ''ბორის ბედია ტყუის, მისი ქალი არ ვარ''!
დამერწმუნეთ, ყველა მანდილოსანს ესიამოვნება, როდესაც სიმღერას უძღვნიან რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა ბორის ბედიამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ახალი ფოტოები და ვიდეო ატვირთა, სადაც ვინმე თამარელა ქაჩიბაიასთან ერთად იყო გადაღებული. როდესაც გოგონას ვინაობით დავინტერედით, ''ჩემი ქალიაო'' - ასეთი პასუხი გაგვცა. რვა თვეა ერთად ვართ და ერთმანეთს ყველაფერში ვუგებთო. ეს ბლიცინტერვიუ ბორის ბედიასთან ჩვენ საიტზე გამოქვეყნდა. მეორე დღეს თამარელა დაგვიკავშირდა.

- თქვენ აიღეთ ინტერვიუ ბორის ბედიასგან?
- დიახ.
- ვფიქრობ, უნდა გადაგემოწმებინათ ჩემთანაც, ვიყავი თუ არა ''მისი ქალი''.
არც ცნობილი სახე გახლავართ და არც მომღერალი. უბრალოდ არ ჟღერს ლამაზად.
- უმჯობესია, საყვედურები თქვენს მეგობარს უთხრათ, ის დავწერე, რაც ბორისმა მითხრა.
- საყვედურს არ გეუბნებით. უბრალოდ სურვილი მქონდა, მეც მეთქვა რამდენიმე სიტყვა.
- სიამოვნებით მოგისმენთ... როგორც მივხვდი, ბორისის ინტერვიუმ გაგაღიზიანათ.
- გამაღიზიანა, რადგან ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და მისი ქალი არ ვარ!''
- რისი თქმა გინდათ, ბორისმა იცრუა?
- თუ იმას ჩავთვლით, რომ მე და ბორისს რვათვიანი ურთიერთობა არ გვქონია და მხოლოდ მეგობრული შეხვედრებით შემოვიფარგლებოდით, ასე გამოდის. ბორისი ძალიან კარგი ადამიანია, მოგვწონს ერთად სიმღერა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შეყვარებულია ქალებზე, რატომაც არა....
- არ მეთანხმებით, რომ ვიდეოში, რომელიც ბორისმა თავის ''ფეისბუქზე'' დადო, უფრო მეტი გრძნობაა, ვიდრე მეგობრობა?
- მას ეს ძალიან მოსწონს, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. დამერწმუნეთ, ყველა მანდილოსანს ესიამოვნება, როდესაც სიმღერას უძღვნიან.
- როგორც ჩანს, ფლირტი მაინც არის თქვენს შორის...
- ასე არ ვიტყოდი, შეყვარებული ვარ, ოღონდ სხვაზე. ბორისი კი მხოლოდ ჩემი მეგობარია. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი.
- როგორ გგონიათ, რაში დასჭირდა ბორისს ტყულის თქმა?
- ალბათ ყურადღების მისაქცევად.
- მაშ თქვენი ვერსია მიამბეთ, როგორ გაიცანით და რამდენხნიანი მეგობრობა გაკავშირებთ მასთან?
- დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, რესტორანში გავიცანით ერთმანეთი. ვაღიარებ, კარგად მღერის.
- ამ ინციდენტმა თქვენს მეგობრობას ხელი შეუშალა? მასთან გადაღებული ფოტოებიც აღარ გიდევთ ''ფეისბუქზე''. იკამათეთ?
- ვიკამათეთ (იღიმება). რაც შეეხება ფოტოებს, ვთხოვე, წაეშალა... ვიმეორებ, უსაყვარლესი ადამიანი მყავს გვერდით, ძალიან ბედნიერი ვარ და არ მინდა ვინმემ, ან რამემ ხელი შეუშალოს ჩვენს ურთიერთობას.

იხილეთ ასევე - ვინ არის ბორის ბედიას რჩეული

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
მარიამი
მე ამ გოგოს ადგილას მაგრად გავლანძღავდი ინტერვიუში, კარგად მოუთმენია!
20:47 / 25-12-2013
გამოხმაურება / 0 /
პიპი
ბედიაა ))) ვინ იქნება შემდეგი ? :))) ჰა ჰა ჰა, თამარელ ჯიგარი გოგო ხარ!
20:46 / 25-12-2013
გამოხმაურება / 0 /
პროფილი
სიამოვნებით მოვიწყვევდი ამ გოგოს რომელიმე გადაცემაში, თუნდაც პროფილში და გავასწორებდი ბედიებს მიწასთან! კარგად მღერის,არ აწყენდა სიმღერის ჩაწერა ჩემი აზრით.
20:45 / 25-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თეიმურაზი
გეთანხმებით ! კარგი გოგოა , გამოხედვაზე ეტყობბა რომ არავის დააჩაგვრინებს თავს
20:43 / 25-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
ვინ რას ერჩით ამ თამარელას ? ძალიან კარგი ქნა , რომ საკუთარი აზრი გამოხატა, ცოტა მეტიც უნდა მიებეგვა კარგად ეგ ბორია !!!თავშეკავებული ინტერვიუა, ვაფასებ !
20:42 / 25-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ეტყობა ბორის რაღაცა ფობია სჭირს. შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ოდნოკლასნიკებში გამოიყენა ჩემი მეუღლის სურათი. სად იშოვა ეს სურათი - ცალკე ისტორიაა. რა თქმა უნდა პასუხი ჩემს კითხვაზე არ მიმიღია. უნდა ითქვას, რომ ჩემი მეუღლე ამ სურათზე არის 26-27 წლის, ხოლო ეხლა 57 წლისაა. ასე რომ ბორიას მაგრა უჩალიჩია! :)
19:41 / 25-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
მინდა მოგახსენოთ რომ მე თამარელას შესახებ არაფერი ვიცი მაგრამ დაზუსტებიტ შემიძლია გითხრათ რომ ბორის ბედიას ერტ ტვეზე მეტია რაც ახალი შეყვარებილი ყავს და ეს არის ჯუკა ჩხეიძე და მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერძე არის ამ ყველაფრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა P.s. სხვათა შორის ეს "სკანდალური" ვიდეო პირველად სწორედ ჯუკა ჩხეიძესთან აქვს გადაღებული ბორისს თავის დაბ. გძეზე რესტორან ბაბილოში სადაც ბორისმა ჯუკა სახალხოდ წარუდგინა თავის მეგობრებს და ტუ რა რანგში ეს უკვე ჯუკას კითხეთ!!! https://www.facebook.com/photo.php?v=595807200468720&set=vb.100001183376725&type=2&theater ეს კი უკვე ჯუკას დაბ.დღის ვიდეოა სადაც დამეთანხმებით დზალიან პიკანტური კადრებიაააა ასახულიიიი აი თუ გინდათ სიმართლე და გრძელ პეხება გოგონა
23:54 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ტყუ მართალი ხარ
სად ბორია და სად ეს გოგონა
17:02 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიოშკა
ძალიან კარგი გოგოაო, თან იურისტიაო , ეტყობა მოხიბლა თან ლამაზმა თან ნასწავლმა
17:01 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ბონი მართალი ხარ, ეს გოგონა ბავშვია თან რომ იცოდე როგორი გულის არის ნამდვილად არ იტყოდა ვინმე მასზე ამას.. ბორისმა კი თავის დას მიხედოს აჯობებს
16:53 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS