16 ოქტომბერი, 2017
"გამარჯობას არ გეტყვი ცხოვრებაში" - ინგა გრიგოლია და ლიზა ვადაჭკორია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ინგა გრიგოლიას ქალიშვილმა მარიამ გრიგოლიამ ზაფხულში, საზღვრის დაცვის პოლიციის ყოფილი უფროსის, გენერალ ზურა გამეზარდაშვილის ვაჟზე, ნიკოლოზ გამეზარდაშვილზე იქორწინა.

მარიამმა და ნიკოლოზმა ერთი კვირის წინ, გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს, სადაც სტუმრად ქართული პოლიტ-ელიტის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და წყვილის მეგობრებიც იმყოფებოდნენ. ქორწილში პოლიტიკოსების დაპატიჟებას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ტელეწამყვანს შვილის ბედნიერება "არ შეარგეს" და ცუდი კომენტარები დაწერეს.

რასაც ბუნებრივია ინგა გრიგოლიას გაღიზიანება მოჰყვა. ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში კი, დათა ახალაიას ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს, გადაცემის წამყვანმა ლიზა ვადაჭკორიამ,
მარიამ გრიგოლიას ქორწილთან დაკავშირებულ კომენტარზე შეკითხვა დაუსვა, რამაც ინგა გრიგოლია გაანაწყენა და ამასთან დაკავშირებით, ვრცელი სტატუსი დაწერა:

"ტელეკომპანია “იბერია” -ასე, ღიად მოგმართავთ და მივმართავ ყველა ჩემს მეგობარს, ვინც მანდ მუშაობთ. რაც მე თქვენი ტელევიზია მირეკლამებია, რამდენი მხარდაჭერაც და სიყვარულიც თითოეული თქვენგანის მიმართ ღიად გამომიხატავს, იმის ღირსი ვიყავი, რომ სწორედ იმ დღეებში, როცა ზნედაცემული ადვოკატი ზაქარეიშვილი, ყველაზე ბინძური ფორმებით მიპირისპირდებოდა ჩემი შვილის ქორწილის ამბების გამო, ეს კაცი პირდაპირ ეთერში დაგესვათ და მარიამის ქორწილზე გელაპარაკებინათ? ესაა კოლეგიალობა? ესაა ჟურნალისტური სოლიდარობა? ბრავო თქვენ. მეგონა, აღარაფერი გამაკვირვებდა. ყოჩაღ Liza Vadachkoria გამარჯობას არ გეტყვი ცხოვრებაში, არა მხოლოდ შენ, არამედ ყველას, ვინც ამის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, ინგა გრიგოლიას ლიზა ვადაჭკორიამ უპასუხა და მის ეთერში მომხდარი ინციდენტის გამო, "თავი იმართლა: გუშინ აშკარად არ იყო ჩემი დღე :( უნებლიედ ორ ადამიანს ვაწყენინე...

გადაცემა X ზონა პირდაპირ ეთერში გადის, ამიტომ ძნელია ყველაფრის გათვლა და წინასწარ დაგეგმვა.

ჯერ იყო მამუკა გამყრელიძე, რომელმაც თეატრი დათმო და ჩემთან სტუმრად მოვიდა, რისთვისაც მას დიდი მადლობა.
დისკუსიის დროს რუსეთის საკითხს შევეხეთ და ჩემს რეპლიკაზე, თქვენც ხომ გაქვთ ბიზნესი რუსეთში, რატომ აპროტესტებთ რუსი ტურისტების ჩამოსვლას? საკმაოდ არგუმენტირებული პასუხი გამცა, თუმცა შემდეგ მიკროფონი დადო და სტუდია დატოვა. ნამდვილად არ ვიცოდი ეს კითხვა თუ მიუღებელი იყო მისთვის და მომიტევეთ ამისთვის.

მეორე ადამიანი ინგა გრიგოლიაა. ჩართვაზე ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი მყავდა, რომელიც ცნობილია თავისი კრიტიკული და ღვარძლიანი პოსტებით, ძირითადად ცნობად სახეებს ესხმის თავს.

დათო ქაცარავასთან აქვს კონფლიქტი და დათომაც საკადრისი პასუხი გასცა. ზაქარეიშვილის ერთერთი არაკორექტული პოსტი ინგა გრიგოლიას შვილის ქორწილსაც ეხებოდა, რაზეც მივუთითე და ისიც შევთავაზე, დათოსთვის ბოდიში მოეხადა. ეს არ იყო დაგეგმილი, უბრალოდ საუბარმა მოიტანა, პირდაპირ ეთერში ძნელია გათვალო სად წაგიყვანს რესპონდენტი.

ამით ვაწყენინე ინგას. მიუხედავდ იმისა, რომ ალბათ მიჩვეულია, რომ მასზე და მის ოჯახზე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ, მაინც მტკივნეულად მიიღო ადვოკატის გამოჩენა ჩემს ეთერში, რისთვისაც პირადად მე ვუხდი ბოდიშს.

ორივეს, მამუკას და ინგასაც, დიდ პატივს ვცემ და იმედი მაქვს, ეს გაუგებრობა ჩვენს ურთიერთობას არ გააფუჭებს"-დაწერა ვადაჭკორიამ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
საკვირველება.....
მეგრელებმა ერთმანეთს როგორ დასცხეს?
09:51 / 20-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ხალტურა
მე კიდევ იმაზა გამეცინა გროგოლიამ პროფილში რომ დაგვაბოლა რომ თურმე არასოდეს სდომებიამგათხოვება.თქვი შე ქალო სიმართლე რომ არავის უთხოვია ხელი არიქა ცოლად გამომყევიო.ვინც ბერ გათხოვდა ყველა ასე იტყუება
18:11 / 19-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ქართველი ხალხი
ყველას ერჩის ეს გრიგოლია, შენიშვნას ვერ იტანს,მოსაბეზრებელია.
12:51 / 17-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS