პარლამენტის წევრი ეკა ხერხეულიძე "ფეისბუქზე" ლიკა ქავჟარაძის ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე ულამაზესი ქართველი მსახიობი მეუღლესთან სანდრო თაქთაქიშვილთან და მეჯვარეებთან ერთად არის გადაღებული.
როგორც ირკვევა მისი ხელის მომკიდეები ეკა მამალაძე და ხათუნა ოჩიაური იყვნენ. ლიკა ქავჟარაძეს პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს. ლევან თაქთაქიშვილი მამასთან და ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.
11 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულით გამოწვეული პრობლემები იყო. მსახიობს 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია
15:00 საათზე გაიმართება. სამინისტროში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, სად დაასაფლავებენ მსახიობს.