22 დეკემბერი, 2013
სკანდალი - სუხიშვილების „რამიშვილებს“ პლაგიატში ადანაშაულებენ!..
ხალხს ატყუებენ და სამი წითელი გოგონას კაბები, გრძელი ხელებით, ასევე მოძრაობები, რომლებსაც გოგონები და ბიჭები სარეკლამო ვიდეორგოლში ასრულებენ, ჰონგ-კონგის საბალეტო დასს მოჰპარეს დღეს რუსთაველის თეატრში სრული ანშლაგის პირობებში ჩაივლის „სუხიშვილების“ ახალი პროექტის „რამიშვილების“ პირველი პერფორმანსი. ამ პროექტით „სუხიშვილებმა“ კიდევ ერთხელ აალაპარაკეს საზოგადოება.

შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველის თეატრის სალაროში ბილეთების ყიდვა პირველივე დღეებში, პრაქტიკულად შეუძლებელი გახლდათ. განსაკუთრებით მას მერე, რაც ტელევიზიით „რამიშვილების“ ვიდეორგოლი გავიდა.

ბილეთებზე დიდი მოთხოვნილების კვალდაკვალ, ანსამბლის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, 9 და 10 იანვარს
ახალი კონცერტები დაენიშნა, ვინაიდან მსურველთაგან ბევრმა ვერ შეძლო ბილეთის შეძენა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი ფასი სულაც არ ყოფილა დაბალი და 40-დან 80 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

რასაკვირველია, „სუხიშვილების“ ავტორიტეტიდან გამომდინარე, მათ ნებისმიერ ახალ წამოწყებას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, ანსამბლს მტრებიც არ აკლია.

ალბათ, სწორედ ამიტომაც, ნინო სუხიშვილმა, „რამიშვილებზე“ საუბრისას თავიდანვე განაცხადა, რომ ამ პროექტს ნაკლები კავშირი აქვს ქართულ ქართულ ცეკვასთან და ეს უფრო ექსპერიმენტია, თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ როგორც „ასა-ფართის“, მასაც გამოუჩნდებოდა არაკეთილისმსურველები.

მცირე ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც ნათქვამია, რომ „სუხიშვილები“ ხალხს ატყუებენ და სამი წითელი გოგონას კაბები, გრძელი ხელებით, ასევე მოძრაობები, რომლებსაც გოგონები და ბიჭები სარეკლამო ვიდეორგოლში ასრულებენ, ჰონგ-კონგის საბალეტო დასს მოჰპარეს.

თუკი ვიდეორგოლს ნახავთ, ალბათ, მსგავსებას თავადაც შეამჩნევთ. ვიდეორგოლის ავტორი კითხულობს, მერამდენეჯერ უნდა „დააგოიმოს“ ზემოხსენებულმა ანსამბლმა ქართული საზოგადოება.

თუმცა მეორე მხრივ, ალბათ, უპრიანი იქნებოდა მთლიანი პროექტის ნახვა და არა მხოლოდ ვიდეორგოლით მისი შეფასება...

იხილეთ ვიდეო


მარიამ ლაღიძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ანა
ვიდეოს ავტორს, რომელმაც ,,აღმოაჩინა" პლაგიატი ვეტყოდი: ,,ვის ატყუილებ?"–თქვენ ეს სწორი ფორმა გგონიათ? ,,ატყუებ"-ეს არის სწორი ფორმა. ასე რომ, სანამ ვინმეს კრიტიკას გადაწყვეტთ, უმჯობესია, ქართულ ენაზე წერა ისწავლოთ (კეთილი რჩევა ჩემგან)! სუხიშვილები რომ გენიალურები არიან ,,რამიშვილებით", კლასისური და ტრადიციული თუ ,,ასსა" პროგრამით ამაზე საუბარი ზედმეტად მეჩვენება კიდეც!
22:29 / 31-12-2013
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ბოღმა და შური გახჩობთ, არც უკეთესის შექმნა შეგილიათ არც სხვისი გაკეთებული მოგწონთ.იმის ნაცვლათ რომ იამაყოთ
11:12 / 25-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბერიკა
ბილეთების ფასი 20 ლარიდან იწყებოდა და არა 40დან... ესეთ სტატიას რომ წერთ გადააამოწმეთ ხოლმე რას წერთ. რაც შეეხება კაბებზე გრძელ მკლავევს, რატო უკავშირებთ ჰონგ-კონგის ბალეტს, როცა ოსურში ჩვენც ესეთი გრძელი სახელოები გვაქ. სიახლის მიღება რატომ არ შეგიძლიათ რა გჭირეთ ესეთი რომ იგუდებით ბოღმისგან
15:16 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
მინდა გითხრათ რომ ადრე იკვნენ ნიჯიერები სუხიშვილებში აი ეს იო ნიჭი,ეხლა სამცუხაროდ არარის არც ნიჭი არც სმენა და საერთოდ ეს ეს არარი ცეკვა ეს არის ბალეტი,სულ დამახინჯეს კველაპერი,
14:36 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მე კი მგონია,რომ ერტი ერტზე არის აგებული კოცტუმები,ირჯე კილიანის ,,ბელლა ფიგურა-დან და დამატებული ბორის ეიპ მანის ბოლო გასტროლებიდან ,,დზმები კარამაზოვები,, ნახეტ და ტვიტონ გააკეტეტ დასკვნები.
08:17 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS