22 დეკემბერი, 2013
სკანდალი - სუხიშვილების „რამიშვილებს“ პლაგიატში ადანაშაულებენ!..
ხალხს ატყუებენ და სამი წითელი გოგონას კაბები, გრძელი ხელებით, ასევე მოძრაობები, რომლებსაც გოგონები და ბიჭები სარეკლამო ვიდეორგოლში ასრულებენ, ჰონგ-კონგის საბალეტო დასს მოჰპარეს დღეს რუსთაველის თეატრში სრული ანშლაგის პირობებში ჩაივლის „სუხიშვილების“ ახალი პროექტის „რამიშვილების“ პირველი პერფორმანსი. ამ პროექტით „სუხიშვილებმა“ კიდევ ერთხელ აალაპარაკეს საზოგადოება.

შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველის თეატრის სალაროში ბილეთების ყიდვა პირველივე დღეებში, პრაქტიკულად შეუძლებელი გახლდათ. განსაკუთრებით მას მერე, რაც ტელევიზიით „რამიშვილების“ ვიდეორგოლი გავიდა.

ბილეთებზე დიდი მოთხოვნილების კვალდაკვალ, ანსამბლის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, 9 და 10 იანვარს
ახალი კონცერტები დაენიშნა, ვინაიდან მსურველთაგან ბევრმა ვერ შეძლო ბილეთის შეძენა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი ფასი სულაც არ ყოფილა დაბალი და 40-დან 80 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

რასაკვირველია, „სუხიშვილების“ ავტორიტეტიდან გამომდინარე, მათ ნებისმიერ ახალ წამოწყებას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, ანსამბლს მტრებიც არ აკლია.

ალბათ, სწორედ ამიტომაც, ნინო სუხიშვილმა, „რამიშვილებზე“ საუბრისას თავიდანვე განაცხადა, რომ ამ პროექტს ნაკლები კავშირი აქვს ქართულ ქართულ ცეკვასთან და ეს უფრო ექსპერიმენტია, თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ როგორც „ასა-ფართის“, მასაც გამოუჩნდებოდა არაკეთილისმსურველები.

მცირე ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც ნათქვამია, რომ „სუხიშვილები“ ხალხს ატყუებენ და სამი წითელი გოგონას კაბები, გრძელი ხელებით, ასევე მოძრაობები, რომლებსაც გოგონები და ბიჭები სარეკლამო ვიდეორგოლში ასრულებენ, ჰონგ-კონგის საბალეტო დასს მოჰპარეს.

თუკი ვიდეორგოლს ნახავთ, ალბათ, მსგავსებას თავადაც შეამჩნევთ. ვიდეორგოლის ავტორი კითხულობს, მერამდენეჯერ უნდა „დააგოიმოს“ ზემოხსენებულმა ანსამბლმა ქართული საზოგადოება.

თუმცა მეორე მხრივ, ალბათ, უპრიანი იქნებოდა მთლიანი პროექტის ნახვა და არა მხოლოდ ვიდეორგოლით მისი შეფასება...

იხილეთ ვიდეო


მარიამ ლაღიძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
მარიკა
შურიანს რა გამოლევს საქართველოში, ნიჭიერს აქ ყოველთვის ერჩიან. ილიკო კი უნიჩიერესია...ერთი კვირაა ყოველდღე დავდივარ და ბილეთი ვერ ავიღე სამწუხაროდ... ამ ვიდეოს შემთითხვნელები ან დამკვეთები, ისევ ამ წრეში ტრიალებენ (ან თვითონაც ჰყაბთ ანსამბლები)...სკდებიან გულზე რომ მათ მაყურებელი არ ჰყავთ ან ა,დენი არ ჰყავთ,,,
03:17 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფა
შური და ბოღმა დაღუპავს ჩვენს ქვეყანას!
00:39 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
რას ქვია არ არსებობს? ილიკოს და ნინოს ყველა ცეკვას ცეკვავენ კონცერტზე როცა ქვია პროგრამას ნოსტალგია ბოლო 2 წელი სულ ეგ იცეკვეს იმ ხალხის გასაჩუმებლად ვისაც გგონია რო ქართული რამე დაიკარგა! ძველსაც ყველაზე მაგრად ცეკვავენ შერეულ პროგრამასაც ასასაც და ესეც მაგარი იქნება დარწმუნებული ვარ, ერისიონმა ცვალოს მარტო განათება და იყოს :)
00:32 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
გემოვნებაზე არ დაობენო მაგრამ როგორ გინდა არ ედაოოო... ქართული მხოლოდ სახელიღა შემორჩათ
00:17 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
იქნებ ჯერ ქართული ესწავლა ამის გამკეთებელს და მერე ეფიქრა სხვების გოიმობაზე..
00:03 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
შევეგუოთ, რომ აღარ არსებობს ცხონებული ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის დიდი რუდუნებით შექმნილი ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი. სამაგიეროდ გვყავს ერისიონი. თუმცა მაყურებელი ორივე ანსამბლს ჰყავს და გემოვნებაზე არ დავობენ!!!!!
22:33 / 22-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ნეტა ვინც ეს ვიდეორგოლი გააკეთა ნორმალური რაიმე შეუქმნია, ძალიან მაგარია სუხიშვილებიც და რამიშვილებიც
22:13 / 22-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ამ ვიდეოს გამკეთებელს გრამატიკა ესწავლა და მერე ეკრიტიკებინა სუხიშვილები
21:16 / 22-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS