22 დეკემბერი, 2013
სკანდალი - სუხიშვილების „რამიშვილებს“ პლაგიატში ადანაშაულებენ!..
ხალხს ატყუებენ და სამი წითელი გოგონას კაბები, გრძელი ხელებით, ასევე მოძრაობები, რომლებსაც გოგონები და ბიჭები სარეკლამო ვიდეორგოლში ასრულებენ, ჰონგ-კონგის საბალეტო დასს მოჰპარეს დღეს რუსთაველის თეატრში სრული ანშლაგის პირობებში ჩაივლის „სუხიშვილების“ ახალი პროექტის „რამიშვილების“ პირველი პერფორმანსი. ამ პროექტით „სუხიშვილებმა“ კიდევ ერთხელ აალაპარაკეს საზოგადოება.

შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველის თეატრის სალაროში ბილეთების ყიდვა პირველივე დღეებში, პრაქტიკულად შეუძლებელი გახლდათ. განსაკუთრებით მას მერე, რაც ტელევიზიით „რამიშვილების“ ვიდეორგოლი გავიდა.

ბილეთებზე დიდი მოთხოვნილების კვალდაკვალ, ანსამბლის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, 9 და 10 იანვარს
ახალი კონცერტები დაენიშნა, ვინაიდან მსურველთაგან ბევრმა ვერ შეძლო ბილეთის შეძენა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი ფასი სულაც არ ყოფილა დაბალი და 40-დან 80 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

რასაკვირველია, „სუხიშვილების“ ავტორიტეტიდან გამომდინარე, მათ ნებისმიერ ახალ წამოწყებას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, ანსამბლს მტრებიც არ აკლია.

ალბათ, სწორედ ამიტომაც, ნინო სუხიშვილმა, „რამიშვილებზე“ საუბრისას თავიდანვე განაცხადა, რომ ამ პროექტს ნაკლები კავშირი აქვს ქართულ ქართულ ცეკვასთან და ეს უფრო ექსპერიმენტია, თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ როგორც „ასა-ფართის“, მასაც გამოუჩნდებოდა არაკეთილისმსურველები.

მცირე ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც ნათქვამია, რომ „სუხიშვილები“ ხალხს ატყუებენ და სამი წითელი გოგონას კაბები, გრძელი ხელებით, ასევე მოძრაობები, რომლებსაც გოგონები და ბიჭები სარეკლამო ვიდეორგოლში ასრულებენ, ჰონგ-კონგის საბალეტო დასს მოჰპარეს.

თუკი ვიდეორგოლს ნახავთ, ალბათ, მსგავსებას თავადაც შეამჩნევთ. ვიდეორგოლის ავტორი კითხულობს, მერამდენეჯერ უნდა „დააგოიმოს“ ზემოხსენებულმა ანსამბლმა ქართული საზოგადოება.

თუმცა მეორე მხრივ, ალბათ, უპრიანი იქნებოდა მთლიანი პროექტის ნახვა და არა მხოლოდ ვიდეორგოლით მისი შეფასება...

იხილეთ ვიდეო


მარიამ ლაღიძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ანა
ვიდეოს ავტორს, რომელმაც ,,აღმოაჩინა" პლაგიატი ვეტყოდი: ,,ვის ატყუილებ?"–თქვენ ეს სწორი ფორმა გგონიათ? ,,ატყუებ"-ეს არის სწორი ფორმა. ასე რომ, სანამ ვინმეს კრიტიკას გადაწყვეტთ, უმჯობესია, ქართულ ენაზე წერა ისწავლოთ (კეთილი რჩევა ჩემგან)! სუხიშვილები რომ გენიალურები არიან ,,რამიშვილებით", კლასისური და ტრადიციული თუ ,,ასსა" პროგრამით ამაზე საუბარი ზედმეტად მეჩვენება კიდეც!
22:29 / 31-12-2013
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ბოღმა და შური გახჩობთ, არც უკეთესის შექმნა შეგილიათ არც სხვისი გაკეთებული მოგწონთ.იმის ნაცვლათ რომ იამაყოთ
11:12 / 25-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბერიკა
ბილეთების ფასი 20 ლარიდან იწყებოდა და არა 40დან... ესეთ სტატიას რომ წერთ გადააამოწმეთ ხოლმე რას წერთ. რაც შეეხება კაბებზე გრძელ მკლავევს, რატო უკავშირებთ ჰონგ-კონგის ბალეტს, როცა ოსურში ჩვენც ესეთი გრძელი სახელოები გვაქ. სიახლის მიღება რატომ არ შეგიძლიათ რა გჭირეთ ესეთი რომ იგუდებით ბოღმისგან
15:16 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
მინდა გითხრათ რომ ადრე იკვნენ ნიჯიერები სუხიშვილებში აი ეს იო ნიჭი,ეხლა სამცუხაროდ არარის არც ნიჭი არც სმენა და საერთოდ ეს ეს არარი ცეკვა ეს არის ბალეტი,სულ დამახინჯეს კველაპერი,
14:36 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მე კი მგონია,რომ ერტი ერტზე არის აგებული კოცტუმები,ირჯე კილიანის ,,ბელლა ფიგურა-დან და დამატებული ბორის ეიპ მანის ბოლო გასტროლებიდან ,,დზმები კარამაზოვები,, ნახეტ და ტვიტონ გააკეტეტ დასკვნები.
08:17 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
არავინ არ აყენებს შეურაცხყოფას სუხიშვილების ნიჭს, მაგრამ ქართული ცეკვა არც ნინოს გამოგონილია და არც ილიკო სუხიშვილის, მანამდეც არსებობდნენ ქართული ანსამბლები და მათ შემდეგაც იარსებებენ. ადამიანი რამდენიმე ცეკვას თუ დადგამს(მადლობა მათ აისათვის), ეს არ ნიშნავს რომ მათ შექმნეს ქართული ფოლკლორი რაც შეეხება პლაგიატს, ხშირად იპარავენ(სამწუხაროდ!!!) და ჰგონიათ, რომ მათი წინაპრების სახელის გამო ყველაფერი ეპატიებათ(!!!). რა წინა პროგრამებში არ იყო ირლანდიური ცეკვების პლაგიატი?! ამას განვითარებულ ქვეყნებში პლაგიატი და დიდი სირცხვილი ქვია. და საერთოდაც, გადაარქვან ანსამბლს სახელი, დაარქვან მოდერნ ბალეტი, ან რაც თვითონ ნებავთ, და მორჩება პრობლემა, რადგანაც მათ რასაც ედავებიან, ის შესადავებელია და სერიოზულადაც, რადგანაც ეს არაა ქართული ცეკვა
16:25 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
:) :) :)
ხო და კიდევ, ვინც ილიკო სუხიშვილს იმას აყვედრით რომ ტრადიციული ქართული ცეკვა დაიკარგა, იქნებ დააკვირდეთ რა ქვია მათ ანსამბლს: "ქართული ნაციონალური ბალეტი- სუხიშვილები". და კიდევ, ის რასაც თქვენ ტრადიციუულს და ხალხურს ეძახით, ნინო რამიშვილის დადგმულია. როცა ქვეყანაში ამ დონის გენიოსი ქორეოგრაფი გვყავს, როგორიც ილიკო სუხიშცვილია, სირტცხვილია სულელური კომენტარებისა თუ უნიჭო ვიდეოების თითხვნა
16:12 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
არ დაიღალეთ სუხიშვილების ლანძღვით? ძლიერები რომ არიან, მსოფლიომ აღიარა და თქვენ რა ბოღმა გახრჩობთ?????
14:57 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
კი მაგრამ რა ქნას იმან, ვისაც არ შეუძლია ამხელა თანხების გადახდა ბილეთებში!!!????????????
14:33 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
fati
ბევრი კრიტიკას შურად აღიქვამს, რა არ შეიძლება რაღაც არ მოგწონოს რაც შენ მოგწონს?
12:12 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS